ჩიორა თაქთაქიშვილი იმ შედეგებზე საუბრობს, რაც ივანიშვილის ნაბიჯებს მოჰყვება ჩიორა თაქთაქიშვილი იმ შედეგებზე საუბრობს, რაც ივანიშვილის ნაბიჯებს მოჰყვება />


  21:14:12     18-07-2013

ჩიორა თაქთაქიშვილი იმ შედეგებზე საუბრობს, რაც ივანიშვილის ნაბიჯებს მოჰყვება

a25158.jpg

პირველი შემთხვევა არ არის როდესაც საქართველოს პრემიერ-მინისტრი ადასტურებს, რომ მისთვის უფრო მნიშვნელოვანი და მიღებულია რუსეთის დუმის დეპუტატების ზარ-ზეიმით დახვედრა, მათ შორის იმ დეპუტატების რომლებმაც აფხაზეთისა და სამაჩაბლოს დამოუკიდებლობის აღიარებას დაუჭირეს მხარი. სამაგიეროდ ივანიშვილისთვის მიუღებელია იმ ევროპარლამენტარებს შეხვდეს, რომლებიც განსაკუთრებით 2008 წლის რუსეთის აგრესიის შემდეგ გამოირჩეოდნენ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერით,- ასე აფასებს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი ჩიორა თაქთქიშვილი პრემიერ მინისტრის მიერ ევროპარლამენტის დეპუტატებთან დაგეგმილი შეხვედრის ჩაშლას.

„პრესა.ჯი“-მ დეპუტატს დღის მთავარი თემის შეფასება სთხოვა.

ჩიორა თაქთაქიშვილი: საქართველოს უცხოელი მეგობრებისგან ისმის კრიტიკა სწორედ იმ საკითხებზე, რომელიც ჩვენ ქვეყანას აშორებს ევროპისგან. განსაკუთრებით საგანგაშოა პრემიერის ამგვარი დამოკიდებულება ევროპასთან. ეს ნიშნავს რომ მას არ შეუძლია მიიღოს კრიტიკა და გაიაზროს და გამოასწოროს ის შეცდომები, რომელიც თუნდავ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გენერალური მდივნის დაპატიმრებას ეხება. ივანიშვილის ეს დამოკიდებულება იქნება ქვეყნისთვის სავალალო შედეგის მომტანი. მაღალი რანგის სტუმრების იგნორირება გამოიწვევს საქართვეკლოს კიდევ უფრო მეტად დაშორებას ცივილიზებულ სამყაროსთან, რაც ეწინააღმდეგება ჩვენი მოქალაქეების განუხრელ ნებას, რომელთა აბსოლუუტურ უმრავლესობას სურს საქართველო რაც შეიძლება მალე იხილონ როგორც ევროკავშირის ისე ნატოს წევრად.

- მერაბიშვილის მონახულების შემდეგ ევროპარლამენტარმა განაცხადა, რომ მერაბიშვილის პატიმრობაში ყოფნის მიზეზი პოლიტიკურია, კრიშტოფ ლისეკისთვის გაუგებარი აღმოჩნდა რატომ იმყოფება ვანო მერაბიშვილი წინასწარ პატიმრობაში. ამ მკაცრი განცხადებების ფონზე რამდენად რეალურია შეიცვალოს მერაბიშვილის მიმართ აღმკვეთი ღონისძიება პატიმრობა შეიცვალოს სხვა ღონისძიებად?

- ფაქტია, რომ ვანო მერაბიშვილის საქმესთან დაკავშირებით პროკურატურის პოზიცია ვერანაირ კრიტიკს ვერ უძლებს. ევროპარლამენტარებიც კი აღნიშნავენ, რომ მერაბიშვილის პატიმრობა პოლიტიკურ ხასიათს ატარებს. ჩვენ ვიხილეთ აბსურდული დასაბუთებები იმისა თუ რატომ უნდა ყოფილიყო პატიმრობაში ბატონი ვანო მერაბიშვილი, რაც ცალსახად მოკლებულია სამართლებრივ საფუძველს. საქართველოს თუ არ უნდა, თავი ჩააყენოს ძალიან რთულ მდგომარეობაში. თუ მთავრობას არ უნდა გახდეს მიზეზი, რომ საქართველო მოწყდეს ევროპული განვითარების კურსს, ხელი უნდა აიღოს პოლიტიკურად მოტივირებულ დევნაზე „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლების მიმართ. რაც შეეხება კითხვის მეორე ნაწილს ველოდებით თუ არა მერაბიშვილის პატიმრობის შეცვლას სხვა ღონისძიებად, მე ამ საკითხზე დადებითი პასუხის გაცემა გამიჭირდება, გამომდინარე იქიდან, რომ ხელისუფლება ოპონენტების დევნას აქტიურად აგრძელებს.

- ხელისუფლების მხრიდან „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრების დევნა ახსენეთ, თქვენი აზრით სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატირისთვის 4 წლისნი პატიმრობის შეფარდება პოლიტიკური გადაწყვეტილება იყო?

დიახ, თენგიზ გუნავასთვის 4 წლიანი პატიმრობის მისჯაც ამ რეპრესიების გაგრძელება იყო. ჩემი აზრით ერთადერთი გამოსავალი იმისა, რომ საქართველოს ხელისუფლებამ შეაჩეროს ჩვენი ქვეყნის დაშორება ევროპასთან რათქმაუნდა არის ის, რომ მათ უარი თქვან პოლიტიკურ დევნაზე და გაათავისუფლონ ყველა ის პოლიტიკურად მოტივირებული პატიმარი, რომელიც საბყრობილეში ოქტომბრის არჩევნების შემდეგ მოხვდნენ.

0

ავტორი: