„მკაცრი განცხადების შემდეგ ევროპარლამენტარებთან შეხვედრა ივანიშვილის ინტერესებში არ შედიოდა“ „მკაცრი განცხადების შემდეგ ევროპარლამენტარებთან შეხვედრა ივანიშვილის ინტერესებში არ შედიოდა“ />


  14:42:10     18-07-2013

„მკაცრი განცხადების შემდეგ ევროპარლამენტარებთან შეხვედრა ივანიშვილის ინტერესებში არ შედიოდა“

a25154.jpg

დღის მთავარ პოლიტიკურ თემად პრემიერ მინისტრის გადაწყვეტილება რჩება, რომლის მიხედვითაც ბიძინა ივანიშვილმა საქართველოში ვიზიტად მყოფ ევროპარლამენტარებთან წინასწარ შეთანხმებული შეხვედრა ჩაშალა. 

საპარლამენტო ოპოზიცია და პრეზიდენტი, ივანიშვილის ამ გადაწყვეტილებას, მაღალი რანგის სტუმრების მიერ პატიმრობაში მყოფი საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის მონახულებას და შემდეგ გაკეთებულ კრიტიკულ განცხადებას უკავშირებს.

„პრესა.ჯი“ აღნიშნულ საკითხზე ექსპერტ გია ნოდიას ესაუბრა. ნოდია აცხადებს, რომ ალბათ მთავრობაში ჩათვალეს რომ დელეგაციის წევრების მიერ საქართველოს მთავრობის მისამართით გამოთქმული მკაცრი განცხადების შემდეგ მაღალი რანგის სტუმრებთან შეხვედრა ივანიშვილის ინტერესებში არ შედიოდა.

გია ნოდია: სავსებით შესაძლებელია, რომ ბიძინა ივანიშვილმა საქართველოში ვიზიტად მყოფი ევროპარლამენტარების წევრების მიერ პატიმრობაში მყოფი ივანე მერაბიშვილის წინასწარ პატიმრობის აბსურდულობაზე გაკეთებული განცხადებების შემდეგ გადაიფიქრა მათთან შეხვედრა.

ალბათ მთავრობაში ჩათვალეს რომ ამ განცხადების შემდეგ მაღალი რანგის სტუმრებთან შეხვედრა მათ ინტერესებში არ შედიოდა. თუმცა გუშინ და დღეს ჩვენ გვესმის პრემიერის გარემოცვის განცხადებები იმის თაობაზე რომ პრემიერთან და თავადცვის მინისტრთან შეხვედრა ჩანიშნული არ იყო.

- ევროპარლამენტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე დევს დელეგაციის განრიგი, რომლის მიხედვითაც ევროპარლამენტარები გუშინ უნდა შეხვედროდნენ პრეზიდენტს, პრემიერ მინისტრს, თავდაცვის მინისტრსა და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს. შეხვედრის ჩაშლის შესახებ ისაუბრა ვროპარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების ქვეკომიტეტის დელეგაციის ხელმძღვანელმა არნო დანჟანმაც...

- ძნელია ეჭვი შეიტანო ევროპარლამენტარის განცხადებაში. შესაძლებელია ასეც იყო.

- მერაბიშვილის მონახულების შემდეგ ევროპარლამენტარმა განაცხადა, რომ მერაბიშვილის პატიმრობაში ყოფნის მიზეზი პოლიტიკურია, ეთანხმებით თუ არა უცხოელების ამ შეფასებას?

- ეს განცხადება ეხებოდა ვანო მერაბიშვილის წინასწარ პატიმრობას. ევროპარლამენტარებს მიაჩნიათ, რომ ვიდრე სასამართლო არ გაიმართება მერაბიშვილის საპყრობილეში ყოფნა პოლიტიკურ ხასიათს ატარებს. ეს ფაქტი რა თქმა უნდა მიანიშნებს პოლიტიკურ ინტერესზე.

0

ავტორი: