ევროპარლამენტარები მერაბიშვილის დაკავებაში პოლიტიკურ მოტივებს ხედავენ ევროპარლამენტარები მერაბიშვილის დაკავებაში პოლიტიკურ მოტივებს ხედავენ />


  12:10:41     17-07-2013

ევროპარლამენტარები მერაბიშვილის დაკავებაში პოლიტიკურ მოტივებს ხედავენ

a25143.jpg

ევროპარლამენტარკჟიშტოფ ლისეკი აცხადებს, რომ საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის ვანო მერაბიშვილის პატიმრობაში ყოფნის მიზეზი პოლიტიკურია.

„მე ვერც ერთ მიზეზს ვერ ვხედავ ვანო მერაბიშვილის წინასწარ პატიმრობაში ყოფნის თუ არა პოლიტიკურს, - განუცხადა ლისეკმა ჟურნალისტებს მერაბიშვილის  მონახულების შემდეგ.

კჟიშტოფ ლისეკ: "მე კიდევ ერთხელ გამოვხატავ გაოცებას, თუ რატომ იმოყოფება ვანო მერაბიშვილი წინასწარ პატიმრობაში. მერაბიშვილი საგამოძიებო უწყებაში რამდენჯერმე მივიდა. გამოძიების დაწყებიდან ხუთჯერ საზღვარგარეთ იმყოფებოდა და ხუთივეჯერ დაბრუნდა უკან. მე პირადად ვერ ვხედავ ვერც ერთ მიზეზს მისი წინასწარი პატიმრობაში ყოფნის თუ არა პოლიტიკურს".

ლისეკი მერაბიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობითაც დაინტერესდა და აღნიშნა, რომ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გენერალურმა მდივანმა წონაში საგრძბობლად დაიკლო.

"6 კვირის წინ მე მერაბიშვილი მოვინახულე. მან წონაში საკმაოდ დაიკლო და ვფიქრობ, ის ექიმებმა უნდა შეამოწმონ. ოჯახთან დაკავშირებული საკითხი ამ დრომდე მოგვარებული არ არის და კარგი იქნება თუ მიეცემა შესძლებლობა ვანო მერაბიშვილი მოინახულონ მეუღლემ და შვილებმა, ან მიიღოს მათგან წერილი" , – განაცხადა ლისეკმა.

ევროპარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის ხუთმა წევრმა ე.წ მატროსოვის ციხეში ვანი მერაბიშვილ დღეს დილით მოინახულეს.
დელეგაციის შემადგენლობაში არიან არნო დენჟანი, კრიშტოფ ლისეკი, პაველ კოვალი, ამე გომესი და ტევესა რივა მანდურელი.

მერაბიშვილის დაპატიმრების გამო უცხოელი თანმეგობრობის წარმომადენლები ახალ ხელისუფლებას მკაცრად აკრიტიკებენ. მატროსოვის ციხეში მერაბიშვილს მაღალი რანგის სტუმრები ხშირად სტუმრობენ.

მერაბიშვილის ასევე 11 ივლისს ევროპარლამენტის ვიცე-პრეზიდენტმა იაცეკ პროტასევიჩმა მოინახულა. იაცეკ პროტასევიჩი იმ პირობებით დაინტერესდა, რომელშიც ვანო მერაბიშვილი სასჯელს იხდის.

 გარდა ამისა, 12 ივლისს თბილისში ვიზიტით მყოფ გაფართოებისა და ევროპის სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში ევროკომისარ შტეფან ფულესა და ვანო მერაბიშვილს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა, რომლის დროსაც საუბარი სხვა საკითხებთან ერთად, სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მერაბიშვილის ყოფნის პირობებსაც შეეხო.

0

ავტორი: