რა მოგვიტანა მავთულხლართებმა და ოცნებამ - ოკუპანტთან ურთიერთობების დარეგულირებაზე? რა მოგვიტანა მავთულხლართებმა და ოცნებამ - ოკუპანტთან ურთიერთობების დარეგულირებაზე? />


  17:11:59     16-07-2013

რა მოგვიტანა მავთულხლართებმა და ოცნებამ - ოკუპანტთან ურთიერთობების დარეგულირებაზე?

a25142.jpg

ივანიშვილის მაამებლური პოლიტიკის ფონზე, რუსმა სამხედროებმა ე.წ. საზღვრის გადაკვეთის ბრალდებით საქართველოს კიდევ 5 მოქალაქე დააკავეს. ყველა მათგანი ცხინვალის მარიონეტული რეჟიმის წინასწარი დაკავების იზოლატორში მოათავსეს.

სოფელ ახალუბნის მიმდებარე ტერიტორიაზე, ე.წ. რუსმა მესაზღვრეებმა ჯერ სამი ადგილობრივი მკვიდრი დააპატიმრეს, მოგვიანებით კი, სოფელ ხვითიდან წაიყვანეს საქართველოს ორი მოქალაქე. ხუთივე დაკავებულს ბრალად ედება ე.წ. საზღვრის დარღვევა. 

შეგახსენებთ რომ ივანიშვილის პრორუსული პოლიტიკის პარალელურად, რუსმა სამხედროებმა სოფელ დიცთან ე.წ. საზღვარი 300 მეტრით გადმოწიეს და მავთულხლართები გააბეს. შემდეგ კი საქართველოს იმ მოქალაქეების დაპატიმრება დაიწყეს, რომლებიც მავთულხლართების მიღმა აღმოჩნდნენ.

მავთულხლართების გაბმის კვალდაკვალ , რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტროს მაღალჩინოსანმა, გრიგორი კარასინმა ოფიციალურად განაცხადა რომ „ეს პროცესი რუსეთის ხელისუფლების პირველი პირების დავალებით ხორციელდება“.  

პრემიერმა ივანიშვილმა კი აღნიშნა რომ ვერაფრით წარმოუდგენია თუ რაში სჭირდება რუსეთს საქართველოს კუთვნილი ტერიტორია და მსგავსი პოლიტიკა. ივანიშვილის შეფასებით, ხელისუფლებამ არ უნდა დაკარგოს სიმშვიდე და კვლავ გააგრძელოს რუსეთთან ურთიერთობების დარეგულირება.
0

ავტორი: