სერგო რატიანი: მთავარი პროკურორი და შს მინისტრი ერთმანეთს დაუპირისპირდნენ სერგო რატიანი: მთავარი პროკურორი და შს მინისტრი ერთმანეთს დაუპირისპირდნენ />


  14:23:48     11-07-2013

სერგო რატიანი: მთავარი პროკურორი და შს მინისტრი ერთმანეთს დაუპირისპირდნენ

a25114.jpg

პრესა.ჯი „ერთიანი ნაციონალური მოძრაბის“ ერთ-ერთ ლიდერს სერგო რატიანს  ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე ესაუბრა:

„პრესა.ჯი“: ბედუკაძის გათავისუფლების საკითხზე დავა არ წყდება, პრემიერმა საჯადოდ გააკრიტიკა მთავარი პროკურორი წამებაში მხილებული პირისთვის ინდულგენციის მინიჭების შესახებ, თქვენი აზრით, იცოდა თუ არა, ივანიშვილმა ბედუკაძის პასუხისმგებლობიდან გათავისუფლების თაობაზე?

სერგო რატიანი: ბედუკაძის სისხლის სამართლებრივი პასუხუისმგებლობისგან გათავისუფლების საქმეში სამართლებრივადაც არის რიგი დარღვევები, რადაგან კანონი, წამებაში მხილებული პირის გათავისუფლებას არ ითვალისწინებს. 

რაც შეეხება კითხვის მეორე ნაწილს, აბსურდად მივიჩნევ იმას რომ პრემიერმა არ იცოდა, კბილაშვილის გადაწყვეტილების შესახებ. მით უფრო რომ ბოლო თვეებია,  ჩვენ აქტიუარად ვსაუბრობთ პატიმრების მიმართ არაადამიანურ მობყრობაში და მათ წამებაში მონაწილე პირებზე.

პარლამენტშიც იყო ამ თემაზე ცხარე დებატები, სადაც ბედუკაძის გათავისუფლების საკითხიც განვიხილეთ და თუ ამის შემდეგ ბატონი ივანიშვილი კიდევ ამტკიცებს, რომ მან ციხის კადრების ავტორისთვის თავისუფლების ჩუქების შესახებ არ იცოდა, მაშინ გამოდის, რომ ბიძინა ივანიშვილი ქვეყანაში მიმდინარე პროცესებში გარკვეული არ არის. 

- რას უკავშირებთ ივანიშვილის განცხადებას, სადაც მან პროკურორის არგუმენტებს არადამაჯერებელი უწოდა და მას გადაწყვეტილების გადახედვა მოსთხოვა?

- დაუჯერებელია რომ  ივანიშვილმა არ იცოდა რა ხდებოდა მის ცხვირწინ, გამოდის რომ ის იტყუება ან მისი განცხადება შეიძლება ნიშნავდეს იმას, რომ მთავრობაში სერიოზული დისფუნქციაა, რადგან მთავრობის ხელმძღვანელი არ იყო ინფორმირებული ასეთ სენსიტიურ საქმესთან დაკავშირებით.

არ არის გამორიცხული, რომ ბიძინა ივანიშვილი ვარჯიშობდეს წასვლაში და თვითონ არ ინტერესდებოდეს მსგავსი თემებით. როგორც ხედავთ ამ მიმართულებით სრულ აბსურდთან გვაქვს საქმე.

- კბილაშვილს მმართველი ძალაც აკრიტიკებს, მათ შორის  შს მინისტრიც. თუმცა როგორც არჩილ კბილაშვილი აცხადებს ვლადიმერ ბედუკაძეზე გადაწყვეტილების მიღებამდე საკითხის განხილვაში ირაკლი ღარიბაშვილიც  მონაწილეობდა...

- მთავარი პროკურორი და შს მინისტრი ერთმანეთს დაუპირისპირდნენ. ჩვენ გუშინ ვნახეთ ერთმანეთში გარჩევა, რაც იძლევა დამაჯერებელ არგუმენტს იმისა, რომ ბედუკაძის გათავისუფლება იყო პოლიტიკური გადაწყვეტილება, პასუხისმგებლობაც, რასაკვირველია, ეკისრება მთელ მთავრობას. 

ალბათ ყველას გახსოვთ, როგორ იცავდა მთელი უმრავლესობა ბედუკაძეს პრემიერის განცხადებამდე. მაგალითისთვის გამოდგება ბატონი პავლე კუბლაშვილისა და ვიცე-სპიკერ მანანა კობახიძის დებატები, სადაც ქალბატონი მანანა გვევლინებოდა ბედუკაძის დამცველად. 

დღეს კი რატომღაც „ქართული ოცნების“ რიტორიკა შეიცვალა ბედუკაძესთან მიმართებაში. აქვე მინდა აღვნიშნო, ქალბატონი თინა ხიდაშელი, რომელიც ამ თემის გახმაურებისთანავე ბედუკაძის სათანადოდ დასჯას მოითხოვდა. 

მისი მეუღლე, პარლამენტის თავმჯდომარე კი დღეს გვიცხადებს, რომ თურმე გემოვნების საკითხია, ბედუკაძის გათავისუფლება.

- რაფალიანცის დღემდე გაუხსნელ საქმესთან დაკავშირებით კითხვები დღემდე არსებობს,  გარდაცვლილის ოჯახი ღარიბაშვილს უნდობლობას უცხადებს, მინისტრი კი საქმის გაჭიანურებას წინა ხელისუფლების მიერ გამოძიების ჩიხში შეყვანით ხსნის...

- ამ საქმეში აშკარად იკვეთება ინტერესთა კონფლიქტი. ეს კონფლიქტი შს მინისტრსა და მთავარ პროკურორ შორისაც არის. რაფალიანცის საქმეში პირველი დანაშაულია ის რომ ტრაგედია გამოიყენეს პოლიტიკური ოპონენტის წინააღმდეგ. 

მე ვფიქრობ რომ ღარიბაშვილი რაღაცებს მალავს, სწორედ ამიტომ გამოუცხადა მას გარდაცვლილის ოჯახმა უნდობლობა.

- გუშინ პრემიერმა პირობა დადო, რომ ოპოზიციას მიეცემოდა წინასაარჩევნო კამპანიის ჩატარების საშუალება. იუსტიციის მინისტრმა კი განცხადა, რომ არ პერიოდის მანძილზე წინა ხელისუფლების წარმომადგენლებს საგამოძიებო ორგანოში აღარ დაიბარებენ...

- ეს იყოს პოპულისტური და არასერიოზული განცხადება. როდესაც დაკავებულია „ნაციონალური მოძრაობის“ გენერალური მდივანი და სხვა მაღალი რანგის თანამდებობის პირები, დიდი შეღავათი არ არის რომ ორი თვით შეწყდება ოპოზიციის დევნა. ჩემი აზრით, ივანიშვილმა ეს განცხადება დასავლეთისთვის გააკეთა.

0

ავტორი: