მაია რჩეულიშვილს და რუსუდან კერვალიშვილს ბრალი წაუყენეს მაია რჩეულიშვილს და რუსუდან კერვალიშვილს ბრალი წაუყენეს />


  12:11:23     11-07-2013

მაია რჩეულიშვილს და რუსუდან კერვალიშვილს ბრალი წაუყენეს

a25111.jpg

პროკურატურის ინფორმაციით, "ცენტრ პოინტი ჯგუფის" ანგარიშები დაყადაღებულია. მაია რჩეულიშვილს, რუსუდან კერვალიშვილს და ივანე ცაგურიას კი ბრალი წაუყენეს. 

პროკურატურის მტკიცებით, საქმე ეხება "ცენტრ პოინტი ჯგუფის" მიერ დაზარალებული მოქალაქეების საჩივრების საფუძველზე მიმდინარე გამოძიებას, რომლითაც დადგინდა, რომ ამხანაგობა "თაბუკაშვილი 88"-ის წევრების მიერ შეტანილი დიდი ოდენობით თანხები უკანონოდ დაისაკუთრეს.

"აღნიშნულში იმხილებიან რუსუდან კერვალიშვილი, მაია რჩეულიშვილი და ივანე ცაგურიაც, რომელთაც ამ წუთებში თბილისის პროკურატურაში კითხავენ" - აცხადებენ პროკურატურაში.

თბილისის პროკურატურის განცხადებით, მაია რჩეულიშვილმა მიითვისა 1 065159 აშშ დოლარი, რუსუდან კერვალიშვილმა 1 833806 აშშ დოლარი და 185069 ფუნტი სტერლინგი. მითვისებული თანხების გარდა, დებმა ერთობლივად მიითვისეს 2 023202 აშშ დოლარი და 2 403750 ლარი.

0

ავტორი: