ნეპოტიზმი ხელისუფლებაში ნეპოტიზმი ხელისუფლებაში />


  11:09:42     10-07-2013

ნეპოტიზმი ხელისუფლებაში

a25102.jpg

ნათესავები, ცოლები, ნათელმირონები და დეიდაშვილ-ბიძაშვილები მაღალ პოსტებზე... ხელისუფლებაში აყვავებული ნეპოტიზმის შესახებ „პრესა. ჯი“-მ  არაერთი სტატია გამოაქვეყნა.

ამჯერად მხოლოდ ორ  ფაქტზე მოგახსენებთ: ერთი ალასანიას მარჯვენა ხელსა და პარლამენტის დეპუტატს, ირაკლი ჩიქოვანს ეხება. მეორე კი თავად პრემიერის ახლობელს.

რატომღაც ბოლო დროს სულ დეპუტატების ახლობლები გადიან უპრობლემოდ  „ქასტინგებს“ ამა თუ იმ უწყებაში ან სულაც უკონკურსოდ ინიშნებიან მაღალ თანამდებობებზე.  

ჩიქოვანი სამეგრელოს სამხარეო პოლიციაში კადრების ერთ-ერთი მთავარი „მჭედელია“. მან საკუთარი ახლობლებით აავსო პოლიციის ქვედანაყოფები. 

მაგალითისათვის: გავრცელებული ინფორმაციით, სამეგრელო-ზემო სვანეთის საპატრულოს შეფი, შალვა შენგელია, თავის დროზე შს მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის სიმამრის დაკავებისა და სახლის ჩხრეკის  პროცესშიც (წინა ხელისუფლების პირობებში)  მონაწილეობდა. თუმცა მან „ოცნებაში“ მალევე მოძებნა „კრიშა“ და მაღალ პოსტზე დაინიშნა.

იზორია- ჩიქოვანის კადრად ითვლება ფოთის საპატრულოს ახლადდანიშნული უფროსი ვინმე ბერულავა, რომელიც , როგორც „პრესა. ჯი“-ს აცნობეს ,   უმრავლესობის დეპუტატ ირაკლი ჩიქოვანის („თავისუფალი დემოკრატები“) ბიძაშვილი ყოფილა.

პარალელურად, პრემიერ-მინისტრის კიდევ ერთი ახლობლი სახელმწიფო სტრუქტურაში დასაქმდა.  პრემიერის ერთ-ერთი ბიზნეს- კომპანიის, შპს "ბურჯის" ყოფილი დირექტორი, ნოე ქინქლაძე ჯანდაცვის სამინისტროში, სოციალური მომსახურების სააგენტოს უფროსად დაინიშნა. 

ნოე ქინქლაძეს პრემიერ-მინისტრის მიერ დაფუძნებულ შპს "ბურჯში" 2006-2012 წლებში დირექტორის თანამდებობა ეკავა, მანამდე კი ამავე კომპანიაში 2004-2005 წლებში მთავარი ეკონომისტის თანამდებობაზე მუშაობდა.

ქინქლაძე 2005-2006 წლებში "ქართუ ბანკის" ფინანსური დირექტორის მოადგილეც იყო.

შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, რომელიც წარსულში საჩხერის რაიონის საავადმყოფოს ხელმძღვანელი იყო, ნოე ქინქლაძე პოსტზე კონკურსის გავლის გარეშე დანიშნა.

აღარაფერს ვამბობთ ღარიბაშვილზე, რომლის ცნობილმა სიმამრმა შსს ნათესავ-ახლობლებით „გატენა“. თვალსაჩინოებისათვის მხოლოდ ორ ფაქტს შეგახსენებთ: თამაზ თამაზაშვილის დისშვილია შსს-ს გენ-ინსპექციის უფროსი. მინისტრის სიმამრის ნათლულია თბილისის პოლიციის უფროსი.  

0

ავტორი: