საყვარელიძე: ივანიშვილი კბილაშვილის მოშორებას ცდილობს საყვარელიძე: ივანიშვილი კბილაშვილის მოშორებას ცდილობს />


  18:00:03     09-07-2013

საყვარელიძე: ივანიშვილი კბილაშვილის მოშორებას ცდილობს

a25101.jpg

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი დავით საყვარელიძე საქართველოს მთავარი პროკურორის დღეს გაკეთებულ განცხადებებს აფასებს და აცხადებს, რომ შესაძლოა ბიძინა ივანიშვილმა არჩილ კბილაშვილი გაწიროს. 

დავით საყვარელიძე: ბოლო დღეებში  ვხედავთ  კბილაშვილის წინააღმდეგ მიმართულ კამპანიას, სადაც ჩართულია თეა წულუკიანი, ირაკლი ღარიბაშვილი  პარლამენტის თავმჯდომარე და სხვა დეპუტატები.

ყველაფერი კი პრემიერმა დაიწყო. მას უნდა ციხის სკანდალური კადრების საქმისგან განიწმინდოს და ამიტომ გააკეთა განცხადება, რომ ბედუკაძის გათავისუფლებას არ ეთანხმება. 

მას კბილაშვილის ჩამოშორებაც უნდა, თუმცა მთავარი პროკურორის დღეს გაკეთბულმა განცხადებამ აჩვენა, რომ კბილაშვილი თავს იცავს. მისი განცხადება ჰგავდა ერთგვარ სიგნალს რომ იმ შემთხვევაში, თუ მას ბოლომდე გაწირავენ, იძულებული გახდება გაამხილოს, ვის ჰქონდა ეს კადრები ერთი წლით ადრე. 

„პრესა.ჯი“: ციხის კადრები ივანიშვილს ან მის გარემოცვას ჰქონდა?

- დარწმუნებული ვარ, რომ  კადრები ბიძინა ივანიშვილის უახლოეს გარემოცვაში ინახებოდა. მათ გაიკეთეს პოლიტიკური ხარაკირი, სწორედ ციხის კადრებმა მოიყვანა  ხელისუფლებაში ბიძინა ივანიშვილი და „ქართული ოცნება“.

დღეს კი კბილაშვილმა ძალიან მკაცრად დაუფიქსირა ივანიშვილს რომ ერთი წლის წინ ეს კადრები არსებობდა, სამართლებრივ ენაზე კი ეს ძალიან მძიმე დანაშაულია. გამოდის რომ კადრების შესახებ ერთი წლით ადრე იცოდნენ, თუმცა დანაშაულს მალავდნენ და პოლიტიკური მიზნებისთვის ინახავდნენ. 

ამ ყველაფერზე სამართლებრივი პასუხებია გასაცემი და დამერწმუნეთ, რომ ბიძინა ივანიშვილი და მისი რეჟიმი ამას გვერდს ვერ აუვლის. აუცილებლად უნდა დადგინდეს ვის გადასცა ბედუკაძემ ეს კადრები, რადგან სწორეს ციხის სკანდალი იყო ის ნაღმი, რომელიც ივანიშვილმა წინასაარჩევნოდ გამოიყენა და ეს ნაღმი ააფეთქებს მას. 

- "ნაციონალური მოძრაობა" არჩილ კბილაშვილის გადადგომას ითხოვს, თქვენ ამბობთ, რომ ივანიშვილს ციხის კადრების საქმისგან გაწმენდა სურს, ამის გათვალისწინებით რამდენად დიდია შანსი რომ წულუკიანმა კბილაშვილი გადააყენოს?

- ივანიშვილი კბილაშვილის მოშორებას რომ ცდილობს ამაში დარწმუნებული ვარ. ბოლო დროს მთავარი პროკურორის წინააღმდეგ დაწყებულ კამპანიას დემოკრატობანას თამაშს ნამდვილად ვერ დავარქმევთ. ამიტომ გამორიცხული არ არის რომ არჩილ კბილაშვილი თანამდებობიდან გადააყენონ. 

თუმცა, ისიც ფაქტია, რომ ბატონი კბილაშვილი მდუმარე მდგომარეობაში დარჩენას არ აპირებს. თუ ის ივანიშვილმა განტევების ვაცად აქცია და იგივე ბედი გაიზიარა რაც გელა ხვედელიძემ, ძალიან მეეჭვება პირში წყალი ჩაიგუბოს. როგორც ჩანს, კბილაშვილს კადრების წარმომავლობაზე საკმაოდ საინტერესო ინფორმაცია აქვს. 

- კბილაშვილმა თავის გამოსვლაში წინა ხელისფლების პერიოდში პატიმრების წამების საშინელ მეთოდებზე ისაუბრა...

- ჩვენ თუ გვაბრალებენ სისტემურ დანაშაულს, ბედუკაძე ივანიშვილის პროდუქია. შემიძლია ვამტკიცო რომ ბედუკაძის მგავსად სისტემური დანაშაულია ხვედელიძე, შემიძლია ვამტკიცო ისიც რომ მიქაუტიძე ბიძინა ივანიშვილის ან ღარიბაშვილის დავალებით სიკვდილამდე მიიყვანეს, თუმცა ეს ხომ სიბინძურეა და ხომ უნდა დამთავდეს ერთხელ და სამუდამოდ?! ადამიანების პირადი ტრაგედია პოლიტიკური სტიმულაციების საგანი არ უნდა ხდებოდეს. 

- ესპერტთა ნაწილი თვლის რომ პრემიერის მიერ ბედუკაძესთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადება ბარბარე რაფალიაცის საქმის და მერიის მაღალჩინოისნების დაკავების გადაფარვას ემსაურება..

- შს მინისტრმა ერთ დღეში მოახერხა ძალიან ბევრი აბსურდული განცხადების გაკეთება. მსგავი სისულელე არ მომისმენია, რომ ძალოვანი უწყების ხელმძღვანელი ყველაფერს აბრალებდეს წინა ხელისუფლებას. 

ღარიბაშვილმა 9 თვის განმავლობაში ვერ მოახერხა ამ საწყალი ბავშვის გარდაცვალების გამოძიება და ახლა ცდილობს მისი წარუმატებლობა ჩვენ გადმოგვაბრალოს, ეს მაშინ როცა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ დღემდე ითხოვს გამოძიების ობიექტურად ჩატარებას. 

პირველივე დღეს, როცა ბატონი ღარიბაშვილი მობრძანდა პარლამენტში გიორგი ღვინიაშვილმა პირადდ სთხოვა მას აეყვანა საქმე პირად კონტროლზე. თუმცა შემდეგ ამ თემის გადასაფარად დასჭირდათ 26 მაისის საქმე და ათასი სისულელე. 

სასამართლო პროცესი დღეს არის ჩანიშნული. ღარიბაშვილის პოლიციამ დააკავა სამი პატრიოტი, რომელიც რუსეთის დუმის დეპუტატების წინააღმდეგ გამოხატავდნენ პროტესტს.

ღარიბაშვილის უწყება ირწმუნება, რომ დაკავებულები თურმე პოლიციას აყენებდნენ შეურაცხყოფას, თუმცა ყველაზე კომიკური ის არის რომ ამას ფაქტებით ვერ ამტკიცებენ. ეს მაშინ, როცა შს სამინისტროს პოლიციელები ვიდეკამერებით აღჭურვეს. 

თუმცა იმ კადრებში, რომელიც ტელევიზიით გავრცელდა კარგად ჩანს ღარიბაშვილის პოლიციელ-მაიორი, რომელიც თითქმის ყველა მიტინგზე ჩნდება და ხევს ტერიტორიული მთლიანობისა და ოკუპაციის წინააღმდე მიმართულ პლაკატებს.

0

ავტორი: