13:47:55     08-07-2013
ვინ აგებს პასუხს მიქაუტაძის წამებასა და თვითმკვლელობაზე - არასამთავრობოები შსს-ს წინააღმდეგ
![a25087.jpg](http://presa.ge/img/multimedia/a25087.jpg)
36 წლის მამუკა მიქაუტაძიის გაურკვეველ ვითარებაში გარდაცვალების გამო შეშფოთებას გამთქვამს არასამთავრობო სექტორი. ორგანიზაცია "საქარველოს დემოკრატიული ინიციატივა"- ს წარმომადგენლი გიორგი მშვენიერაძე
მიქაუტაძის საქმესთან დაკავშირებით სამ მთავარ ეპიზოდს გამოყოფს, რომელზეც სისხლის სამართლის საქმე უნდა აღიძრას.
„მოწმე ნებაყოფლობით ცხადდება საგამოძიებო ორგანოში, იძულებით მოყვანას კი სჭირდება სასამართლო ბრძანება. რაც პოლიციელებს არ გააჩნდათ, მამუკა მიქაუტაძე კი პოლიციამ დააკავა. ამ პროცედურას მოწმის სახით დაკითხვას ვერ დაარქმევ, როგორც ეს შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამასხურის ხელმძღვანელმა ნინო გიორგობიანმა განაცხადა.
ფაქტია, რომ მამუკა მიქაუტაძეს აღუკვეთეს თავისუფლება, თუმცა ეს არცერთ ოქმში არ გაფორმებულა. ეს არის უკანონო დაკავება, რაც აღნიშნულ კანონდარღვევაში მონაწილეთა პასუხისმგებლობაში მიცემს ითვალისწინებს“.
როგორც „პრესა.ჯი“-ს მშვენიერაძემ განუმარტა, არასამთავრობოები საგამოძიებო ორგანოში მიქაუტაძეზე განხორციელებულ შესაძლო ზეწოლას და არაადამიანურ მოპყრობას სწავლობენ.
მშვენიერიძის განცხადებით, რაც შეეხება გარდაცვლილის თვითმკვლელობამდე მიყვანას საქმე 115–ე მუხლით საქმე აღძრულია.
მისი თქმით, არასამთავრობო სექტორისთვის უცნობია გადავიდნენ თუ არა საგამოძიებო სტრუქტურები აქტიურ საგამოძიებო ქმედებებზე. მშვენიერაძე შს სამინისტროს უგულისყურო დამოკიდებულებაში ადანაშაულებს.
„უცნობია, რა ნაბიჯები გადაიდგა შს სამინისტროს მხრიდან მომხდარის გამოსაძიებლად. არასამთავრობოები ბოლო დღეებია ვხვდებით ყველა თვითმხილველს, მოწმეს და არცერთი მათგანი არ დაუკითხავთ.
ეს არის უგულისყურო დამოკიდებულება სენსიტიური ფაქტის მიმართ. მოვუწოდებ შს სამინისტროს მოახდინოს რეაგირება და და მისცეს ის ადამიანები პსუხისმდებლობაში, ვინც დანაშაული ჩაიდინა“,- აცხადებს არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი.
შეგახსენებთ რომ 36 წლის მამაკაცი თბილისის ზღვის მიმდებარედ ხეზე ჩამომხრჩვალი იპოვეს. გარდაცვლილის მეუღლე ამბობს, რომ პოლიციამ მას წამებით და იძულებით მიაცემინა ჩვენება. მიქაუტაძემ წამებას ვერ გაუძლო და იმის გამო რომ პოლიციაში მეგობრის საწინააღმდეგო ჩვენება ძალით და წამებით დააწერინეს, თავი მოიკლა.
ოფიციალური ინფორმაციით კი, თვითმკვლელობის წინა ღამით ის პოლიციამ დააკავა და რამდენიმე საათის განმავლობაში თბილისის მთავარ სამმართველოში დაკითხვაზე იმყოფებოდა.
არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ მოპოვებული ინფორმაციის თანახმად, მიმდინარე წლის 5 ივლისს მამუკა მიქაუტაძესთან გელა მანჯავიძე მივიდა. მისვლის მომენტში გელა მანჯავიძეს თან მიჰყვა რამდენიმე პოლიციელი და როდესაც გელა მანჯავიძე ჯერ კიდევ ავტომობილში იჯდა და მამუკა მიქაუტაძე გარედან ესაუბრებოდა, პოლიციელებმა მას უთხრეს, რომ ის დაკავებული იყო.
მშვენიერიძის ინფორმაციით, გელა მანჯავიძეს და მამუკა მიქაუტაძეს პოლიციელებმა ჩაუტარეს პირადი ჩხრეკა, არცერთს არ აღმოაჩნდა დანაშაულის მამხილებელი რაიმე მტკიცებულება, ხოლო მოგვიანებით, დამატებით მოსულმა ორმა პოლიციელებმა ნივთმტკიცება იპოვეს ძირს, როგორც ამბობენ ეს იყო მარიხუანა.
ამასთან, როგორც „პრესა.ჯი“-ს მშვენიერაძემ უთხრა, მამუკა მიქაუტაძის გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტროს დროულ რეაგირებას ამ დრომდე უშედეგოდ ელოდება.
„ჩვენი მოწოდების მიუხედავად, იმ პირთა იდენტიფიცირება, ვინც მიქაუტაძე დააკავა და დაკითხა, არ მომხდარა“,- აცხადებს მშვენიერაძე.
0