პრემიერმა რა თქვა... პრემიერმა რა თქვა... />


  12:08:02     03-07-2013

პრემიერმა რა თქვა...

a25071.jpg

ივანიშვილის მორიგი მარგალიტები:

 „შერატონ მეტეხი პალასში“ დღეს პრემიერ მინისტრისა და მედიის შეხვდრა გაიმართა. აღსანიშნავია, რომ ჟურნალისტებთან შეხვედრა დღეს შედარებით მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობდა, პრემიერს მედიის წარმომადგენლები არ დაუტუქსავს თუმცა არსებობს მარგალიტებიც, რომელიც ბიძინა ივანიშვილის პრესკონფერენციებს ყოველთვის თან სდევს: "ჩამეკითხეთ, კარგი ჩაკითხვაა", "ისტებლიჩმენტი",  "აღავლინონ თავისი რელიგიური მრწამსი", "პოლიცია გამოძვრა სიტუაციისგან", "ხელოვნურად მიჯირყვნა", "ნუ გინდათ აჟიტირება", "კვადრატული მეტრო"

"საქართველოს პირადი მეზობლები", "შევარდნაძის დრო რომ გაგრძელებულიყო ეკონომიკა უფრო გაიზრდებოდა.."

პრემიერის გზავნილები:

„ძალიან გთხოვდით ჩემს წასვლაზე ნუღარ გავაკეთებთ აჟიტირებას. პირობას გაძლევთ, წასვლის წინ, საკმარისი დროით ადრე, მე გავაკეთებ განცხადებებს, საკმარისი დროით ადრე განვუმარტავ ყველას და თუ ვერ დავარწმუნებ, მე არსადაც არ წავალ. და თუ მე დამარწმუნებენ, რომ აქ უფრო საჭიროა ჩემი ყოფნა, სადაც ვარ დღეს, რა თქმა უნდა, აქ დავრჩები. ნუ გავაკებთ ამაზე აქცენტებს, რამეთუ ეს საზოგოადოების ვნებათაღელვას იწვევს. ვფიქრობ, კიდევ 20 წელიწადი ვიქნები სასარგებლო საზოგადოებისთვის,"- განაცხადა ივანიშვილმა მისი პოლიტიკიდან შესაძლო წასვლასთან დაკავშირებით.

პრემიერი ირწმუნება, რომ პირადად ის და კოალიცია „ქართული ოცნება“ წინასაარჩევნოდ გაცემულ დაპირებებს ვადაზე ადრე ასრულებს.

 „აქამდე რა დაპირებებიც გაიცა ახალი ხელისუფლების მიერ არჩევნების პროცესში, დროზე ადრე და გადაჭარბებითაც სრულდება“,- განაცხადა ივანიშვილმა თუმცა კონკრეტულად რომელი ოცნება აუხდა ამომრჩეველს მას არ დაუკონკრეტებია.

პრემიერ-მინისტრს სოფლის მეურნეობის ყოფილი მაღალჩინოსნების საქმეზე არსებულ თეთრ ლაქებზეც მოუწია თავის მართლება.

ბიძინა ივანიშვილი აღიარებს, რომ ტრაქტორების საქმის ირგვლივ გარკვეული შეკითხვები აშშ–ს საელჩოს და შვეიცარიის საელჩოს წარმომადგენლებსაც ჰქონდათ.

 პრემიერი მიიჩნევს, რომ გამოძიების საქმიანობაში ზედემტი ჩარევა და ზეწოლა კარგი არ არის, რადგან პროკურატურა დამოუკიდებელი ორგანო უნდა იყოს. თუმცა აქვე აღნიშნავს, რომ დღეს პროკურატურა სუსტია.

 ბიძინა ივანიშვილი: საელჩოებმა სერიოზული ექსპერტები მოიწვიეს მათ წინასწარ დაკავებებთან დაკავშირებით ჰქონდათ განსაკუთრებით დიდი ეჭვები და კითხვები, იქაც არგუმენტები პროკურატურამ მე მგონი საკმარისი დაუდო და მე მგონი ეს პროცესები დასასრულს უახლოვდება. გასაგებია, რომ დღევანდელი ჩვენი პროკურატურა სუსტია და გამომძიებლებიც და პროკურორიც დაექვემდებარება

ზედმეტ შეკითვხებს, მაგრამ პროცესები მე მგონი კანონიერების ფარგლებში ვითარდება.

ივანიშვილი რუსთავი 2- ის შესახებ:

ბიძინა ივანიშვილი ირწმუნება, რომ  სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2–ს საქმესთსთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიებაზე პოლიტიკური ჩარევა არ ხდება.

"რუსთავი 2–თან დაკავშირებით მე ვიცი იმდენი, რამდენიც თქვენ. არც ერთ შემთხვევაში არ მოხდება და არც უნდა მოხდეს პოლიტიკური ჩარევა. მე როგორც ვიცი, დაწყებულია გამოძება დაწერილია განცხადებები და არა მარტო ერთი ჯგუფის მიერ, ტელევიზიაზე ქიბარ ხალვაშსაც აქვს პრეტენზია. არ მოხდება პოლიტიკური ჩარევა და ეს პროცესი მიდის ისე, როგორც უნდა მიდიოდეს", – განაცხადა პრემიერმა ჟურნალისტის შეკითხვაზე, რომელიც დაინტერესდა, რა ეტაპზეა გამოძიება. ცნობილია, რომ რუსთავი 2–ს წილებზე პრეტენზიებს ჯარჯი აქიმიძე და დავით დვალი, ასევე ქიბარ ხალვაში და ეროსი კიწმარიშვილი აცხადებენ.

პრემიერი საპრეზიდენტო კანდიდატზე:

დღევანდელ პრესკომფერენციაზე საქართველოს პრემიერ–მინისტრი ბიძინა ივანიშვილი საპრეზიდენტო არჩევნებში მომღერალ პაატა ბურჭულაძის საპრეზიდენტო არჩევნებში შესაძლო მონაწილეობას გამოეხმაურა.

თუმცა აქვე აღნიშნა, რომ მარგველაშვილს კონკურენციას ვერავინ გაუწევს, მათ შორის ვერც პაატა ბურჭულაძე.

 „ადამიანის გადასაწყვეტია სურს თუ არა მას იყოს პოლიტიკაში, თუ გადაწყვეტს ამას ბატონი პაატა, ძალიან კარგია. მე ვფიქრობ, რომ მარგველაშვილი როგორც პიროვნება და პოლიტიკოსი გაცილებით მისაღებია როგორც საპრეზიდენტო კანდიდატი. მარგველაშვილს აქვს ყველა თვისება გადაჭარბებით, რაც საპრეზიდენტო კანდიდატს სჭირდება – ნებისმიერი ქვეყნისთვის და არამარტო საქართველოსთვის. მე არ ვფიქრობ, რომ მარგველაშვილს ეყოლება ღირსეული კონკურენტი, ამ შემთხვევაში ვერც პაატა მოახერხებს ღირსეული კონკურენცია გაუწიოს მას, თუმცა ეს საზოგადოების გადასაწყვეტია. ვნახოთ, დაველოდოთ პროცესებს", – განაცხადა პრემიერმა.

ივანიშვილი უმაღლესი განათლების კანონის გამო თავისი გუნდის წევრებს აკრიტიკებს...

ივანიშვილი დღევანდელ შეხვედრაზე განათლების კანონსაც შეეხო და აღნიშნა, რომ კანონპროექტის მომდევნო განხილვის დროს სადაო პუნქტი სავარაუდოდ ამოღებული იქნება,  რომლის მიხედვითაც სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორებს პრემიერ-მინისტრი ნიშნავს, თუმცა აღნიშნა, რომ ის პირადად ეთანხმებოდა ამ ცვლილებას, როგორც დროებით ღონისძიებას.

ივანიშვილი: საქმის კურსში ვარ, დეტალებც კარგად ვიცი. ვფიქრობ, რომ დროებით ეს იყო დროებით დანიშვნა და არა ის, რომ მუდმივად , ეს იყო ნორმალური.  

ვფიქრობ, რომ ბევრი გუნდის წევრს არც წაუკითხავს იქ რა ეწერა  და ისე მოისურვეს თავის გამოჩენა, მაგრამ მიუხედავად ამისა, ანგარიში მაქსიმალურად გაუწიეთ, და ეს პუნქტი მე მგონი მეორე განხილვიდან საერთოდ ამოდის.

0

ავტორი: