"ქართული ოცნება" საკრებულოში უმრავლესობას მუშტით და თუმნიანით აგროვებს” "ქართული ოცნება" საკრებულოში უმრავლესობას მუშტით და თუმნიანით აგროვებს” /> "/> " />


  13:21:45     02-07-2013

"ქართული ოცნება" საკრებულოში უმრავლესობას მუშტით და თუმნიანით აგროვებს”

a25068.jpg

"ქართული ოცნება" საკრებულოში უმრავლესობას მუშტით და თუმნიანით აგროვებს”,- ეს განცხადება თბილისის საკრებულოს წევრმა თემურ გრიგალაშვილმა გააკეთა.

 „პრესა.ჯი“ ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატს საკრებულოში მიმდინარე პროცესების კომენტირებისთვის დაუკავშირდა.

პრესა.ჯი: „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი თავმჯდომარის გადაწყვეტილებას დაეტოვებინა პარტიის რიგები პოლიტიკოსთა მხრიდან არაერთგვაროვანი შეფასებები მოჰყვა, „ნაცმოძრაობა“  იონათამიშვილის წასვლაში ტრაგედიას ვერ ხედავს, თუმცა ფაქტია, რომ თქვენმა გუნდმა გუშინ საკრებულოში უმრავლესობა დაკარგა...

- ყველა ადამიანი დამოუკიდებლად იღებს გადაწყვეტილებას და აკეთებს იმას, რასაც თვითონ თვლის საჭიროდ. მაგრამ ფაქტია, რომ "ქართული ოცნება" საკრებულოში უმრავლესობას მუშტით და თუმნიანით აგროვებს” თუმანი აიღო თუ მუშტი მოხვდა კოკის ეს თქვენ თვითონ განსაჯეთ.

- ანუ იონათამიშვილის გადაწყვეტილებაში პრობლემას ვერც თქვენ ხედავთ?

- იონათამიშვილის „ნაციონალური მოძრაობიდან“ წასვლა არ არის პრობლემა. ჩვენი საზრუნავი იმ საქმის ღირსეულად შესრულებაა, რომელიც თითოეულ დეპუტატს გვევალება. მე ვფიქრობ, რომ სოციალური თუ უნფრასტრუქტურული პროექტები შესაძლებელია აკეთოს, როგორც 30 ისე 29 ან 15- მა ადამიანმა. ამიტომ „ნაციონალურ მოძრაობას“ იონათამიშვილის გადაწყვეტილება არ დააზარალებს. „ქართულ ოცნებას“ ვურჩევდი შეწყვიტოს 9 თვიანი სანახაბა და იფიქროს მასზე დაკისრებულ მოვალეობაზე.

- ჯაბა სამუშიას ინფორმაციით,  "ნაცმოძრაობის" დატოვებას სულ მცირე 6 ადამიანი კიდევ აპირებს, თქვენ თუ გაქვთ მსგავსი ინფორმაცია?

- ბატონი ჯაბა, მარჩიელობითაა დაკავებული, რის გაკეთბასაც მე არ ვაპირებ.

0

ავტორი: