საქართველოს საპრეზიდენტო არჩევნები 31 ოქტომბერს გაიმართება საქართველოს საპრეზიდენტო არჩევნები 31 ოქტომბერს გაიმართება />


  10:18:19     02-07-2013

საქართველოს საპრეზიდენტო არჩევნები 31 ოქტომბერს გაიმართება

a25066.jpg

საქართველოს პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, საპრეზიდენტო არჩევნების თარიღად 31 ოქტომბერი განისაზღვრა, - ამის შესახებ გუშინ, პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ანდრო ბარნოვმა განაცხადა

მისი განმარტებით, თავდაპირველად დასახელებული თარიღი – 27 ოქტომბერი ტექნიკური შეცდომა იყო. ბარნოვის განცხადებით, შესაბამისი სამართლებრივი აქტი, საპრეზიდენტო არჩევნების ოქტომბრის ბოლო კალენდარული დღით განსაზღვრასთან დაკავშირებით, ცენტრალურ საარჩევნო კომისიას უკვე გადაეგზავნა. შესაბამისი განკარგულება პრეზიდენტის ადმინისტრაციის ვებგვერდზეც განთავსდა. 

გუშინ საპრეზიდენტო არჩევნების ორი თარიღი დასახელდა. თავდაპირველად პრეზიდენტის პრესსპიკერმა მანანა მანჯგალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ სააკაშვილმა ხელი მოაწერა განკარგულებას, რომლის მიხედვით, საპრეზიდენტო არჩევნები 27 ოქტომბერს ტარდება. დღის ბოლოს კი,  საგანგებო ბრიფინგი პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ანდრო ბარნოვმა გამართა, რომლის თქმით, ადგილი ჰქონდა ტექნიკურ შეცდომას და არჩევნები 31 ოქტომბერს ჩატარდება.

0

ავტორი: