18:39:06     01-07-2013
კოკი იონათამიშვილი მიხეილ სააკაშვილს 100 ათას დოლარს სთხოვდა

„მინდა გითხრათ, არ ვთვლი, რომ რაიმე ისეთი მაქვს გაკეთებული, რომ ასე მომემართა თქვენთვის... მაგრამ რაც არის, არის... წერაც კი მიმძიმს და პირადად ხომ ამის თქმას საერთოდ ვერ მოვახერხებდი. მოკლედ, პრობლემა მაქვს, ისეთი როგორც ბევრს, არაფერი ორიგინალური, ვალებმა რომ იტყვიან, დამახრჩო. მოკლედ რომ გითხრათ, მსურს გთხოვოთ დახმარება...“,- ეს არის ამონარიდი კოკი იონათამიშვილის წერილიდან, რომელიც ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილმა თავმჯდომარემ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს მისწერა.
იონათამიშვილი პრეზიდენტს წერს რომ ვალებმა დაახრჩო და თუ პრეზიდენტი ბიზნესების გაყიდვაში დაეხმარება, ეს მისი გადარჩენა იქნება.
"ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ მოგმართავდით ასეთ კერძო და პრივატულ თემაზე... ვერასდროს ვიფიქრებდი, რომ ასე გავკადნიერდებოდი, მაგრამ ცხოვრებაში ყველაფერი ხდება. საოცრად გაფასებთ, მაგრამ ამ წერილში ამაზე საუბარი არ გამომივა. მინდა გითხრათ, არ ვთვლი, რომ რაიმე ისეთი მაქვს გაკეთებული, რომ ასე მომემართა თქვენთვის... მაგრამ რა არის, არის... წერაც კი მიმძიმს და პირადად ხომ ამის თქმას საერთოდ ვერ მოვახერხებდი. მოკლედ, პრობლემა მაქვს, ისეთი როგორც ბევრს, არაფერი ორიგინალური, ვალებმა რომ იტყვიან, დამახრჩო. მოკლედ რომ გითხრათ, მსურს გთხოვოთ დახმარება... ისეთი პრობლემური გარემო მაქვს, რომ გავკადნიერდი და მოგმართეთ. თუ თქვენ შეგიძლიათ მიშუამდგომლოთ რომელიმე ბიზნესმენთან, მე მაქვს წილი ერთ "ბიზნესში", რომელსაც რიგი ობიექტური და სუბიექტური ფაქტორებისა ვერ ვყიდი და თუ ვინმე თქვენი შუამდგომლობის ხარჯზე დამეხმარებოდა, ჩემთვის ეს... არც კი ვიცი რა სიტყვა შევარჩიო, უპირობო გამოსავალს და გადარჩენას ნიშნავს. "ეს ბიზნესი" ცუდი არ არის, მაგრამ დღეს მხოლოდ თქვენი შუამდგომლობის ხარჯზე თუ დაინტერესდება ვინმე... თუ რა თქმა უნდა ამ თავხედობას შემინდობთ და დამეხმარებით, არც კი ვიცი, რა სიტყვები შევარჩიო, ეს ჩემი გადარჩენა იქნება. რაღაცებში უბრალოდ სასტიკად არ გამიმართლა. გიგიმ ნაწილობრივ იცის ეს პრობლემები და რამდენჯერმე მაგრად მომეხმარა კიდეც, რის გამოც მისი მადლობელი ვარ, მაგრამ საბოლოოდ მოგვარება არ გამოვიდა...
მე მაქვს წილი ფირმა "საბურთალო 2007"-ში, 2 %. ამ ფირმას აქვს საკუთარი ქონება, შენობა, რომელიც განთავსებულია ტექნიკის ჰიპერმარკეტი "გალაქსი", პეკინის 46-ში. "გალაქსი" ქირაობს ფართს ჩვენგან, აქვს 15-წლიანი იჯარა, ყოველთვიურად ვიღებ 1000 დოლარზე მეტს ჩემს წილად. შენობის ფართია თითქმის 5 ათასი კვადრატული მეტრი, სარდაფის ჩათვლით. სხვა მეწილეებმა ახლა წილი ვერ იყიდეს. წილის გაყიდვა, 2 %-ის დათმობა ჯამში მსურს 100 ათას დოლარად", - ნათქვამია იონათამიშვილის მიერ მიხეილ სააკაშვილისადმი გაგზავნილ წერილში.
0