17:29:43     01-07-2013
საპრეზიდენტო არჩევნები 27 ოქტომბერს გაიმართება

საპრეზიდენტო არჩევნები 2013 წლის 27 ოქტომბერს გაიმართება. ქვეყნის პირველი პირის გადაწყვეტილება პრეზიდენტის პრეს-სპიკერმა მანანა მანჯგალაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე გაახმოვანა.
მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილმა მორიგი საპრეზიდენტო არჩევნების დანიშვნის შესახებ განკარგულება გამოსცა.
მნჯგალაძე: "საქართველოს პრეზიდენტმა საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად, მიიღო გადაწყვეტილება საქართველოს პრეზიდენტის მორიგი არჩევნების თარიღის დანიშვნის შესახებ. საქართველოს პრეზიდენტმა ხელი უკვე მოაწერა 2013 წლის 1 ივლისის განკარგულებას და აღნიშნული სამართლებრივი აქტი უკვე გამოცემულია. შესაბამისად, საქართველოს პრეზიდენტის მორიგი არჩევნები 2013 წლის 27 ოქტომბერს ჩატარდება", - განაცხადა მანჯგალაძემ.
0