11:00:23     01-07-2013
თინა ხიდაშელს მისი თანაგუნდელი დანაშაულის თანამონაწილედ ასახელებს

„ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერი და სქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მეუღლე, თინა ხიდაშელი მორიგ სკანდალში ეხვევა.
ხიდაშელს მისი გუნდის წევრი, 80 მილიონი ლარის მითვისებაში ბრალდებული საგარეჯოს რაიონის გამგებელი დანაშაულის თანამონაწილედ ასახელებს.
როგორც „პრესა.ჯი“-ს საქმეში ჩახედულმა წყარომ აცნობა საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გამგებელი გიორგი ლოლაძე სამართალდამცავებისთვის მიცემულ ჩვენებაში წერს, რომ მითვისებული თანხიდან ნაწილს „ქართული ოცნების“ დეპუტატ თინა ხიდაშელს ვუხდიდიო.
„თინა ამის მერე ცდილობს აღარ იხმაუროს ეს ამბავი უსუფაშვილამდეც მივიდა, როგორც ვიცი ძალიან გაცოფებულია,“,- ამბობს ინკოგნიტო წყარო.
„პრესა.ჯი“ შეეცადა აღნიშნული საკითხი პროკურატურაში გაერკვია. აღმოჩნდა, რომ გიორგი ლოლაძე სასამართლომ გირაოს სანაცვლოდ გაათავიუფლა.
კითხვაზე ახსენა თუ არა სამართალდამცავებისთვის მიცემულ ჩვენებაში გამგებელმა დეპუტატ თინა ხიდაშელის თანამონაწილეობა უწყების პრესსამსახურმა კომენტარის გაკეთება არ ისურვა.
„მე არაფერს არ ვადასტურებ, ჩვენებას არ გავცნობივარ“,- აცხადებენ პროკურატურაში.
ჩვენ თინა ხიდაშელთანაც ვცადეთ დაკავშირება თუმცა დეპუტატი სატელეფონო ზარებს არ პასუხობს.
ხიდაშელის თანაგუნდელის გათავისუფლების ფაქტს გამოეხმაურა „ლეიბორისტული პარტიის“ ერთ ერთი ლიდერი გიორგი გუგავა. „თბილისის მერიის თანამშრომელთა დაკავების ფონზე, საინტერესოა რატო გაანთავისუფლეს თინა ხიდაშელის პროტეჯე საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გამგებელი, რომელსაც ბრალი ედებოდა საბავშვო ბაღებისათვის გამოყოფილი 80 ათასი ლარის მითვისებაში. დავიჯერო ფულის გამოტანისას აღტკინებული სახე არ ქონდა?“-განაცხადა გუგავამ
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გამგებელი გიორგი ლოლაძე, მისი მოადგილე ბესიკ მარტიაშვილი, ზედამხედველობის სამსახურის უფროსი თენგიზ ივანელაშვილი, ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსი დავით ხატიაშვილი, საკრებულოს მთავარი სპეციალისტი თეიმურაზ ჯინჯიხაძე და სამი შპს-ს დირექტორი - რევაზ ბაჩოშვილი, ზაზა მაისურაძე და გიორგი ადუაშვილი 12 ივნისს დააკავეს.
საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, დაკავებულებს ბრალად საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მიერ გამოყოფილი დიდი ოდენობით თანხის - 80 ათასი ლარის მითვისება და სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება ედებათ.
0