ვაშაძე ბოიკოტსა და აქციებზე: ვეცდებით სწორი გადაწყვეტილება მივიღოთ ვაშაძე ბოიკოტსა და აქციებზე: ვეცდებით სწორი გადაწყვეტილება მივიღოთ />


  11:56:49     28-06-2013

ვაშაძე ბოიკოტსა და აქციებზე: ვეცდებით სწორი გადაწყვეტილება მივიღოთ

a25049.jpg

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ საპარლამენტო მუშაობას წყვეტს, პარლამენტს ბოიკოტს უცხადებს და პარტიულ საქმიანობს თბილისში აგრძელებს. 

როგორც „პრესა.ჯი“-სთან აღნიშნული გადაწყვეტილების კომენტირებისას ოპოზიცისს ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი ვაშაძემ აღნიშნა, ამ ეტაპზე მათი საქმიანობა თბილისში უფრო შედეგიანი იქნება. 

-  „ნაციონალური მოძრაობა“  ბოიკოტს საპრეზიდენტო არჩევნებსაც ხომ არ გამოუცხადებს?

- გამორიცხული არაფერია, გუნდის წევრები პარტიის ოფისში რამოდენიმე წუთში  ვიკრიბებით და სამომავლო გეგმებზე ვიმსჯელებთ.

- როგორ შეაფასებდით ფინანსური პოლიციის მიერ მერიის თანამშრომლებისა და საკრებულოს წევრების ერთი დღის განმავლობაში ორჯერ დაკავების ფაქტს?

- საქმე გვაქვს აფსურდულ, აუხსნელ ქმედებასთან. დედაქალაქის მერიისა და საკრებულოს თანამშრომლების დაკავებისას საქართველოში ნატოს გენერალური მდივანი იმყოფებოდა, რომელმაც შეშფოთება გამოთქვა ახალი ხელისუფლების ამ ქმედების გამო და მკაცრი განცხადებებიც გააკეთა. 

ჩვენ გვეგონა რომ რასმუსენის ეს განცხადება ხელისუფლების მხრიდან შესაბამისად იქნებოდა აღქმული, მაგრამ როგორც კი ნატოს გენერალურმა მდიანმა საქართველოს ტერიტორია დატოვა, ეს ადამიანები ხელბორკილებით ისევ წაიყვანეს ფინანსურ პოლიციაში. 

- თქვენ პოლიტიკურ დევნაზე საუბრობთ, ხადურის უწყება კი გუშინ მომხდარ ფაქტს ბიუჯეტიდან მითვისებულ  მილიონობით ლარს უკავშირებს...

- გასაგებია, რომ გამოძიება მიმდინარეობს, თუმცა ყველაზე საგანგაშო ის არის რომ ამ ადამიანების ლამის სპეცოპერაციით დაკავება ხელისუფლების გაუაზრებელი ქმედება იყო. 

ივანიშვილის გუნდს აბსოლუტურად გააზრებული აქვს ის, თუ რას აკეთებს. ხელისუფლების ქმედება ემსახურება იმას რომ ცივილიზებულმა სამყარომ, ევროკავშირმა და ნატომ უარი თქვას საქართველოზე და ზურგი გვაქციოს. 

- რა ქმედითი ნაბიჯების გადადგმას აპირებთ, უნდა ველოდოთ ბოიკოტსა და ქუჩის აქციებს?

- გამორიცხული არაფერია, თუმცა როცა ადამიანს პასუხისმგებლობა გაკისრია, როცა გყავს ასეთი ხელისუფლება, რომელიც პირდაპირ დევნას ახორციელებს შენს გუნდზე, უნდა ეცადო, რომ დაპირისპირების თავიდან აცილება ცივილური მეთოდებით შეძლო, რადგან ქვეყანას ეს ნამდვილად არ გამოადგება. ამ წუთებში ვიკრიბებით და ვეცდებით სწორი გადაწყვეტილება მივიღოთ. 

- პრესაში აქტიურად იწერება რომ თქვენ „ნაციონალური მოძრაობიდან“ წასვლაზე ფიქრობთ...

- ეს არის სისულელე. „ნაციონალური მოძრაობა“ - ეს არ არის ერთი ან ორი ადამიანის გაერთიანება, ეს არის პრინციპებზე და ღირებულებებზე დაფუძნებული პარტია. მე ასობით ადამიანის ერთობას არ ვუღალატებ. 

ვერც სამტრედიელებს ვუღალატებ, რომლებმაც ხელისუფლების თავდასხვას და ტერორს გაუძლეს და არ გაიყიდნენ. 

ვერც რუსთაველებს ვუღალატებ, რომლებმაც თავისი ოჯახისა და პირადი უსაფრთხოების ფასად დაიცვეს ღირსება. 

„ნაციონალურ მოძრაობას“ აქვს ძალიან კონკრეტული ხედვა, ამიტომ ვარ მე ამ მოძრაობაში.

0

ავტორი: