19:20:39     27-06-2013
ბანკომატიდან განსაკუთრებული აღტკინებით ფულის გამოტანის შესახებ (ვიდეო)

ფინანსური პოლიციის მიერ, თბილისის საკრებულოს წევრებისა და მერის ორი მოადგილის უკანონოდ დაკავების შემდეგ, ფინანსთა სამინისტროში საგანგებო ბრიფინგი გაიმართა.
ბრიფინგზე, ფინანსთა პოლიციის წარმომადგენელმა, მედიას მერიის თანამშრომლების მიერ ბანკომატიდან ფულის გამოტანის ვიდეო-კადრები აჩვენა და განაცხადა, რომ "ესაა გამოძიების მიერ მოპოვებული მტკიცებულების ნაწილი".
ნათია სუხიაშვილის მტკიცებით, საკრებულოს წევრებმა და მერიის თანამშრომლებმა თბილისელების ფული - 50 მილიონი ლარი მიითვისეს, თანაც განსაკუთრებული აღტკინებით.
0