კრიმინალური პოლიიცის უფროსი დავით ბედია და მისი ორი მოადგილე გაათავისუფლეს კრიმინალური პოლიიცის უფროსი დავით ბედია და მისი ორი მოადგილე გაათავისუფლეს />


  12:28:15     27-06-2013

კრიმინალური პოლიიცის უფროსი დავით ბედია და მისი ორი მოადგილე გაათავისუფლეს

a25036.jpg

ექსკლუზივი: შს მინისტრის ბრძანებით, მოხსნეს შს სამინისტროს კრიმინალური პოლიციის უფროსი, დავით ბედია, მისი პირველი მოადგილე, გია კობაჩეიშვილი და მოადგილე, ბექა ქებაძე. 

შსს-ში საკადრო წმენდის დეტალებზე არ საუბრობენ, თუმცა, ჩვენს მიერ მოპოვებული ინფორმაციით, საქმე კორუფციულ გარიგებებსა და კრიმინალურ ავტორიტეტებთან კავშირს ეხება.

დავით ბედია შს მინისტრის მოადგილის, ალეკო ტაბატაძის კადრი და სოფლის მეურნეობის სამინისტროში გამოვლენილი კორუფციის გამო გაქცეული სოსო ალავიძის ნათესავია.

ვრცელდება ინფორმაცია რომ თანამდებობის დატოვება მოუწევს შს მინისტრის მოადგილეს, ალეკო ტაბატაძესაც.

„დავით ბედია გადაიყვანეს აფხაზეთის სამმართველოს უფროსის მოადგილედ. შსს-ში არანაირი წმენდა არ მიმდინარეობს“, - განუცხადა „პრესა.ჯი“-ს შსს-ს პრესცენტრის უფროსმა, ნინო გიორგობიანმა. 

0

ავტორი: