12:00:17     27-06-2013
უცნობმა პირებმა ახვლედიანი ჯერ გაიტაცეს, შემდეგ კი ბოდიში მოუხადეს და გაათავისუფლეს
სააგენტო ინტერპრესნიუსის ინფორმაციით: "თბილისის საკერბულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე მამუკა ახვლედიანი დაკავების დეტალებს "ინტერპერსნიუსთან" ჰყვება. როგორც ახველდიანმა "ინტერპრესნიუსს" განუცხადა, დღეს დილით სახლიდან გამოვიდა , სამსახურებრივი მანქანით მოძრაობდა. ამ დროს უცხო მანქანამ და სამოქალაქო ფორმაში ჩაცმულმა პირებმა გზა გადაუკეტეს, მანქანიდან გადმოიყვანეს, თავიანთ მანქანაში ჩასვეს და უთხრეს, რომ დაპატიმრებული იყო. ახვლედიანი იხსენებს, რომ მოგვიანებით "თბილისი მარიოტთან" სხვა მანქანაში გადასვეს, სადაც მას ხელბორკილები დაადეს.
მისი განცხადებით, ქალაქში ატარეს უცნობმა პირებმა. ჯერ ფინანსურ პოლიციასთან, შემდეგ ორთაჭალაში, პროკურატურასთან მიიყვანეს. ახვლედიანი ამბობს, რომ არც ერთ უწყებაში არ შეუყვანიათ და მხოლოდ თბილისის ქუჩებში ატარეს, რის შემდეგადაც უცნობმა პირებმა ხელბორკილები მოხსნეს, ბოდიში მოუხადეს და განუმარტეს, რომ რაღაც გაუგებრობა მოხდა.
ახვლედიანის ინფორმაციით, დაკავებულია თბილისის მერიისა და საკრებულოს 30-მდე თანამშრომელი, მათ შორის ქალაქის განვითარების ფონდის ხელმძღვანელი დავით ავალიანი, ვახტანგ ცაგარეიშვილი, დიტო ჩხეიძე სახვები".
"პრესა.ჯი", აღნიშნული ფაქტის შეფასების მიზნით იურისტებს დაუკავშირდა: იურისტთა შეფასებით, ახვლედიანის ეს განცხადება მიუთითებს იმაზე, რომ ის გაიტაცეს, უკანონოდ აღუკვეთეს თავისუფლება და ფაქტობრივად, მძევლად აიყვანეს. იურისტების აზრით, ამ ფაქტზე სასწრაფოდ უნდა აღიძრას სისხლის სამართლის საქმე და უმკაცრესად დაისაჯოს ყველა ის პირი, რომელიც საკრებულოს წევრის გატაცებაში მონაწილეობდა.
0