ვინ გადააქცია „კუკლად“ ოდიშარია და რა პრეტენზიები აქვს მწერლებს კულტურის მინისტრთან? ვინ გადააქცია „კუკლად“ ოდიშარია და რა პრეტენზიები აქვს მწერლებს კულტურის მინისტრთან? />


  10:00:09     27-06-2013

ვინ გადააქცია „კუკლად“ ოდიშარია და რა პრეტენზიები აქვს მწერლებს კულტურის მინისტრთან?

a25031.jpg

მანანა ბერიკაშვილი ქართულ პოლიტიკურ სპექტრში საკმაოდ ოდიოზიურად წარმოჩინდა. პირველად  ფართო საზოგადოებას თავი მან არჩევნების წინა დღეს,  გურჯაანში ცნობილი სატელევიზიო  გამოსვლით დაამახსოვრა, როცა, შეიძლება ითქვას,  ტელე-ისტერია გამართა ქვევრში ჩამხრჩვალი ჩვილის ბარბარე რაფალიანცის ირგლივ და აღნიშნული ფაქტი მაჟორიტარ კანდიდატს გიორგი ღვინიაშვილს დაუკავშირა. 

რაფალიანცის საქმე არ გახსნილა,  არც მანანა ბერიკაშვილისთვის მოუკითხავს ვინმეს პასუხი ასეთი ტიპის განცხადებებისთვის. სამაგიეროდ, მანანა ბერიკაშვილი კულტურის მინისტრის მოადგილედ დაინიშნა და როგორც ამბობენ, მინისტრი ოდიშარია მან „კუკლად“ აქცია და სინამდვილეში ერთპიროვნულად ის წყვეტს საკადრო და სხვა ტიპის კულტურული ღონისძიებების საკითხებს.

სამინისტროში ქალბატონ ბერიკაშვილზე ასე საუბრობენ: ჯერ ბადრი პატარკაციშვილის მზეს ფიცულობდა, მერე -სააკაშვილის, ახლა კი ბიძინა ივანიშვილია მისი ბელადიო...

თავად ბერიკაშვილი, თურმე, მუდმივად ხაზს უსვამს - ბიძინას ახლობელი ვარ და ვერავინ შემეხებაო... ის, რომ ოდიშარია მანანა ბერიკაშვილის  დაკრულზე დადის, კიდევ ერთი ფაქტი მოწმობს,  საქართველოს დამოუკდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებებში მონაწილე  ყველა პირი და მსახიობ-მომღერლების სია ქალბატონი მანანა ბერიკაშვილს ერთპიროვნულად გადაუწვიტავს. 

მეტიც, ვრცელდება ინფორმაცია, რომ მას, ბასა ფოცხიშვილი და გოგი ჭიჭინაძე „დაუბლოკავს“ და კარგი სიტყვებითაც შეუმკია. როგორც ამბობენ, ბერიკაშვილს ბასა ფოცხიშვილთან  და გოგი ჭიჭინაძესთან ძველი წყენები აქვს, თუმცა, გაუგებარი დარჩა რატომ „დაბლოკა“ მამუკა ჩარკვიანი. უცნობია ბერიკაშვილის პრეტენზიები ჩარკვიანის მიმართ. 

კულტურის სამინისტროში არსებულ შინაჩაკეტილობასა და ფეოდალიზმზე  აკეთებს აქცენტს მწერალი რევაზ მიშველაძე "რეიტინგთან" ინტერვიუში: 

„ეს კულტურის მინისტრის საქმეა, მაგრამ კაცი, რომელიც დამდევდა, ჩემთან სურათი გადაიღეო, დღეს ჩემს ზარს არ პასუხობს. მე და საქართველოს მწერალთა კავშირის თავმჯდომარე მაყვალა გონაშვილი მივედით სამინისტროში, რაღაც მაქინაციებითა და ვაი-ვაგლახით ავაღწიეთ მის კაბინეტამდე.

ასეთი რამ წინა მინისტრის დროსაც არ ხდებოდა, ნიკა რურუას დრო მოგვანატრა გურამ ოდიშარიამ. ვსხედვართ მოსაცდელში, გავიდა ერთი, ორი საათი, მინისტრი თავის კაბინეტშია. ამასობაში შედიან და გამოდიან ვიღაცები.

ბოლოს მდივანს ვთხოვეთ, მინისტრთან შესულიყო და გაეგო, როდის მოიცლიდა ჩვენთვის. ცოტა ხანში მდივანი გამოვიდა და გვითხრა, მინისტრმა გადმოგცათ, რომ ვერ მიგიღებთ, არ სცალიაო.

გურამ ოდიშარიამ ვერ მოიცალა მწერალთა კავშირის თავმჯდომარესა და მის პირველ მოადგილესთან შესახვედრად. ჩვენ ოფიციალური პირები ვართ, გარდა ამისა, ვარ რუსთაველისა და ილია ჭავჭავაძის პრემიების ლაურეატი, ყოველი მეორე კრიტიკოსი წერს, რომ რეზო მიშველაძე თანამედროვე ქართული ლიტერატურის კლასიკოსია და ეს მე არ მომიგონია.

მე რომ არ მხვდება საშუალო ნიჭის მწერალი გურამ ოდიშარია, ის სხვას ვის მიიღებს და გაახარებს? ამიტომ საშინლად შეურაცხყოფილად ვგრძნობ თავს და მე მას აღარ დავურეკავ... ისეთი სულელი გგონივართ, რომ ეს ერთხელ მისვლაზე მეთქვა?! ასეთი შემთხვევა რამდენჯერმე განმეორდა და ტელეფონზეც არ მპასუხობს.

ექვსი წლის განმავლობაში რაღაცნაირად შევინარჩუნეთ მწერალთა კავშირი. ბიძინა ივანიშვილმა მწერალთა სახლში დაგვაბრუნა, მაგრამ სააკაშვილისა და რურუას ბრძანებით, მწერლებს ჩამოერთვა სასახლე და ჰქვია 'მწერლის სახლი'.

მას დირექტორად ჰყავს ნატო ლომოური, რომელიც პროფესორ ნოდარ ლომოურის ქალიშვილია. ის აგრესიით დაგვხვდა. ვუთხარი, რომ იქ ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილებით მივედით. ჩემთვის ბიძინას არაფერი უთქვამსო, - განაცხადა.

კულტურის მინისტრს უნდა დაეწერა ეს განკარგულება. გურამ ოდიშარიამ მთხოვა, ბრძანების პროექტი მე დამეწერა, რადგან ის ახალი დანიშნული იყო თანამდებობაზე და ნიუანსებში ვერ ერკვეოდა.

კარგი, იყოს შენობა სახელმწიფოსი, მაგრამ მწერალთა კავშირს უნდა გადაეცეს სამი ოთახი. ახლა მხოლოდ ერთი - ბიბლიოთეკის ოთახი გვაქვს, იქ კვირაში ორჯერ ვსხედვართ და ვხვდებით მწერლები ერთმანეთს.

დავწერე განკარგულება, გურამს ბრძანებაზე ხელი უნდა მოეწერა და სულ ეს იყო, მაგრამ მას შემდეგ ორი თვე გავიდა. აი, ვინ დაუნიშნავს კულტურის მინისტრად ბატონ ბიძინას, რომლისაც ისე მჯერა და ვეთაყვანები, მარჯვენა ხელი რომ მომაჭრას, გული არ მომივა“...

0

ავტორი: