რასმუსენი "ჯიჰადის ვიდეოებზე" საუბრობს... რასმუსენი "ჯიჰადის ვიდეოებზე" საუბრობს... /> "/> " />


  11:20:57     26-06-2013

რასმუსენი "ჯიჰადის ვიდეოებზე" საუბრობს...

a25023.jpg

„მთავრობის ინტერესებში შედის, რომ "თალიბების" ვიდეოების მსგავსი თემები პოლიტიკურად მოტივირებულად აღქმული არ იყოს”,- აღნიშნული განცხადება ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ისთვის მიცემულ ინტერვიუში ნატო-ს გენერალურმა მდივნმა ანდერს ფოგ რასმუსენმა გააკეთა.

რასმუსენი : "ვიდეოების მოტივზე ვერაფერს გეტყვით. გამოძიება ჯერ კიდევ მიმდინარეობს, მაგრამ უნდა აღვნიშნო, რომ ჩვენი მეთაურები ყველა საჭირო ზომას იღებენ, რომ უზრუნველყოფილი იყოს ISAF-ის სამხედროების უსაფრთხოება.

პირველ რიგში, ხაზი მინდა გავუსვა, რომ ჩვენ სამართლებრივ პროცედურებში არ ვერევით, მაგრამ გარკვევით აღვნიშნე, რომ საქართველოს მთავრობამ სრულად უნდა სცეს პატივი კანონის უზენაესობის ფუნდამენტურ პრინციპებს და უზრუნველყოს სამართლიანი პროცესი.

რა თქმა უნდა, არსებითად მნიშვნელოვანია, რომ მსგავსი საქმეები არ იყოს პოლიტიკურად მოტივირებულად აღქმული. ეს მოქმედი მთავრობის ინტერესებშიც შედის.

შეგახსენებთ, რომ რასმუსენი ორ დღიანი ვიზითით საქართველოს დღეს ეწვევა. 

ვიზიტის ფარგლებში ჩრდილოატლანტიკური საბჭო შეხვედრებს გამართავს საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან, პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილთან, საქართველოს პარლამენტის წევრებთან, ასევე, სხვა ოფიციალურ პირებთან და საერთაშორისო ორგანიზაციების, არასამთავრობო სექტორისა და მედიის წარმომადგენლებთან.

ნატო-ს გენერალური მდივანი წარუძღვება ნატო-საქართველოს კომისიის სხდომას. 

ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში, ნატო-ს გენერალური მდივანი ორმხრივ შეხვედრებს გამართავეს საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებთან და სიტყვით გამოვა ეროვნულ ბიბლიოთეკაში

0

ავტორი: