10:29:11     25-06-2013
ვაკეში ახალგაზრდა მოკლეს - მკვლელობა სათვალთვალო კამერამ დააფიქსირა
გვიან ღამით ვაკეში ახალგაზრდა მამაკაცი მოკლეს. მკვლელმა, აბაშიძისა და არაყიშვილის ქუჩების კვეთაზე ლადო დაუშვილს გულში ესროლა. გასროლა "ტეტეს" ტიპის იარაღიდან განახორციელა. დაუშვილი, საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა. ის 22 წლის იყო.
პოლიცია აცხადებს, რომ მკვლელობა ცხელ კვალზე გახსნა. პოლიციამ ეჭვმიტანილი დააკავა. გამოძიების მტკიცებით, ამოღებულია მკვლელობის იარაღი, ორი მჭიდით. სისხლის სამართლის საქმე 108 მუხლით (განზრახ მკვლელობა) აღიძრა.
სავარაუდოდ, მკვლელობა ერთ-ერთ მაღაზიასთან დამონტაჟებულმა სათვალთვალო კამერამ დააფიქსირა. ამ მომენტამდე უცნობია მკვლელობის მოტივი. ერთ-ერთი ვერსიით, მომხდარი ადრინდელ დავას უკავშირდება.
აღსანიშნავია, რომ 2012 წლის პირველი ოქტომბრის არჩევნებისა და ბესელია-კაკაბაძის ამნისტიის შემდეგ, ქვეყანაში მძიმე დანაშაული მნიშვნელოვნად გაიზარდა.
0