ვისი ბრძანებით და რატომ დამარხეს ფარული ჩანაწერები სამეგრელოში? ვისი ბრძანებით და რატომ დამარხეს ფარული ჩანაწერები სამეგრელოში? />


  13:37:40     24-06-2013

ვისი ბრძანებით და რატომ დამარხეს ფარული ჩანაწერები სამეგრელოში?

a25004.png

პრეზიდენტის ბრძანებით დამარხული იარაღი, ივანიშვილის ხელისუფლებამ „იპოვა“. ხელახალი რუსული აგრესიის შემთხვევაში, პარტიზანული ომისთვის საჭირო თავდაცვის საშუალებები, შს მინისტრმა ღარიბაშვილმა დიდი ზარზეიმით „აღმოაჩინა“. 

თუმცა, იარაღთან ერთად, მან, ასევე „ამოთხარა“ ვიდეო-ფირები, გაუგებარი დღიურები და „დასაჭერთა ვრცელი სია“.

რა მოხდა სინამდვილეში? 

შს და თავდაცვის მინისტრებს, წინა ხელისუფლების წევრებისგან ჰქონდათ ინფორმაცია, სამეგრელოსა და საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში, პარტიზანული ომებისთვის განკუთვნილი იარაღის სამალავების არსებობის შესახებ. 

2008 წლის რუსული აგრესიის შემდეგ, პრეზიდენტის მითითებით დაიწყო სამოქალაქო თავდაცვისათვის საჭირო გადამზადება. ვინაიდან კვლავ იყო (არის) საფრთხე ხელახალი ოკუპაციისა, გაკეთთა იარაღის სპეც-სამალავები, რათა საჭიროების შემთხვევაში, საქართველოს შეიარაღებულ ძალებსა და პარტიზანებს, შესაძლებლობა ჰქონოდათ ეფექტურად გამკლავებოდნენ რუს ოკუპანტებს. 

ივანიშვილის მინისტრებს გადაწყვეტილი ჰქონდათ „ამოეთხარათ“ დამარხული იარაღი. თუმცა, იმის გამო რომ საცავები შექმნილი იყო საქართველოს მთავარსარდლის თანხმობით, ბუნებრივია, სამალავების კრიმინალურ ან ტერორისტულ სცენართან დაკავშირება გაჭირდებოდა. 

ამიტომ, საგანგებო თათბირზე გადაწყდა მარტივი სქემა. სამალავებში, შს სამინისტროს თანამშრომლებმა, მეტი ეფექტისათვის შს სამინისტროს საიდუმლო არქივში დაცული ფარული ჩანაწერები, გაურკვეველი წარმომავლობის დოკუმენტები და ვიდეო-კასეტები დამარხეს.  

მოგვიანებით კი, შს მინისტრმა ამაყად განაცხადა რომ „აღმოჩენილია იარაღის სამალავი და ფარული ჩანაწერების დიდი არქივი, სადაც ასახულია წამებისა და არაადამიანური მოპყრობის სცენები“. 

სინამდვილეში, 1288 ფაილის დიდი ნაწილი, შს სამინისტროს არქივიდანაა, ხოლო რამდენიმე ვიდეო-ფირი, პოლიციას, იმ  ყოფილმა მაღალჩინოსნებმა მიაწოდეს, რომლებიც დღეს აქტიურად თანამშრომლობენ მოქმედ ხელისუფლებასთან.

რატომ ასაჯაროვებენ ფარულ ჩანაწერებს?

მიუხედავად იმისა, რომ „ამოთხრილ“ ფარულ ჩანაწერებს არ ჩატარებიათ ექსპერტიზა, არავის დაუდგენია მისი ავთენტურობა და ის, თუ ვინ და რატომ გადაიღო იგი, შს მინისტრი ვიდეო-ფირების პრივატულ პრეზენტაციას მართავს.

ბატონი ღარიბაშვილი, უკანონო ვიდეო-ჩანაწერებს უჩვენებს როგორც დიპლომატებს, ისე მედიის წარმომადგენლებს ისე, რომ ჩანაწერებში დაფიქსირებული პირების იდენტიფიცირება სრულიად შესაძლებელია.

მეტიც, უკანონოდ მოპოვებული ფარული-ჩანაწერები ევროპაში წაიღო და უცხოელ დეპუტატებს აჩვენა შს მინისტრის „ფავორიტმა“ თინა ხიდაშელმა. 

იურისტების განცხადებით, საქართველოს კანონმდებლობით, უკანონოდ მოპოვებული ფარული ჩანაწერების გასაჯაროვება სისხლის სამართლის დანაშაულია. 

იურისტების თქმით, კანონის მიხედვით, გასაჯაროვებულად ითვლება უკანონოდ მოპოვებული ფარული ჩანაწერი მაშინაც კი, როცა მას პრივატულად უჩვენებენ. 

„კანონისთვის, მნიშვნელოვა არ აქვს შს მინისტრი კინოთეატრ „ამირანში“ აჩვენებს საზოგადოებას უკანონო ფარულ ჩანაწერებს თუ პოლიციის დახურულ დარბაზში - დიპლომატებსა და ჟურნალისტებს. ორივე შემთხვევაში, საქმე გვაქვს დანაშაულთან“, - აცხადებენ ისინი.

0

ავტორი: