პრეზიდენტი თქმით, იარაღის საწყობების შექმნის ნებართვა მისი გაცემულია პრეზიდენტი თქმით, იარაღის საწყობების შექმნის ნებართვა მისი გაცემულია />


  11:31:50     24-06-2013

პრეზიდენტი თქმით, იარაღის საწყობების შექმნის ნებართვა მისი გაცემულია

a25000.jpg

"იარაღის საწყობებში რომ ვიდეოკადრები არ იყო, მე მგონი ყველა ვხვდებით", - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა, გორში გამართულ ღვინის ფესტივალზე.

"იარაღის საწყობების შექმნაზე ნებართვა მაქვს მიცემული, იმიტომ, რომ ხელახალი აგრესიის განახლების პირობებში ჩვენ არ უნდა ვყოფილიყავით ისეთი დაუცველი, როგორც ჩვენი ინფრასტრუქტურა 2008 წელს იყო, მიუხედავად ჩვენი ჯარის გმირული წინააღმდეგობისა. 

ამიტომ, თავისთავად, იარაღის საწყობები რომ კეთდებოდა, ამაში ახალი არაფერია არც ჩემთვის, არც ახალი მთავრობისთვის. იარაღის საწყობებში რომ ვიდეოკადრები არ იყო, მემგონი ყველა ვხვდებით. რაც შეეხება "კაგებეს" მეთოდებს, ეს სხვა თემაა, მაგრამ თუ ვინმეს ხელი წაუცდა კრიმინალზე, უნდა დაისაჯაოს", - აღნიშნა სააკაშვილმა.

პრეზიდენტი უარყოფს, რომ ეს ყველაფერი მასობრივად ხდებდოა. "ჩვენ ვხედავდით, რომ პოლიციაში ათასჯერ უკეთესი სიტუაცია იყო, ვიდრე ოდესმე. ალბათ ვიღაცას წაუცდა ხელი და ყველა ვერ დავსაჯეთ. ყველა მთავრობაში შეიძლება აღმოჩნდნენ ასეთი არამზადები. მთავარია, რომ დროზე მოხდეს გამოვლენა და დასჯა",-დასძინა სააკაშვილმა.


0

ავტორი: