სუბარის მორიგი სკანდალი: „ტრაქტორების საქმეზე“ დაკავებული ზეწოლაზე საუბრობს სუბარის მორიგი სკანდალი: „ტრაქტორების საქმეზე“ დაკავებული ზეწოლაზე საუბრობს />


  12:36:02     20-06-2013

სუბარის მორიგი სკანდალი: „ტრაქტორების საქმეზე“ დაკავებული ზეწოლაზე საუბრობს

a24981.jpg

.. „ტრაქტორების საქმეზედაკავებული  პროფესორი ომარ თედორაძე, სკანდალურ წერილს ავრცელებს. წინასწარ პატიმრობაში მყოფი თედორაძე ირწმუნება, რომ სასჯელაღსრულების სამინისტროში მასზე სისტემატიური ზეწოლა მიმდინარეობს.

„ცდილობენ, ისარგებლონ ჩემი მძიმე ავადმყოფობით და ახდენენ ფსიქოლოგიურ ზეწოლას, მიუარესებენ პირობებს, რათა ჩავვარდე და მივცე მათთვის სასურველი ჩვენება. ამ პირობებში ჩემს სიცოცხლეს ემუქრება საფრთხე. მე ვცდილობ ფსიქოლოგიურად გავძლო. თუ ვერ გავძელი, თავს მოვიკლავ, რადგან ვერ ავიტან ამდენ უსამართლობას და ძალმომრეობას. პასუხისმგებლობას ყველანაირ შედეგზე ვაკისრებ პროკურორ რიჟამაძეს და მის კამპანიას (გამომძიებლებს, მის დამქაშებს),“ - წერს დაკავებული.

ბრალდებული ომარ თედორაძე 18 ივნისით დათარიღებულ გამოკითხვის ოქმში წერს:  „მოგეხსენებათ, რომ 2013 წლის 15 ივნისს, დილით 10 საათზე, შემიცვალეს კამერა და გადამიყვანეს სხვა საკანში.

უნდა ავღნიშნო, რომ სადაც ახლა ვიმყოფები არის ვიწრო საკანი, ვართ ოთხი ადამიანი, არის ჰაერის უკმარისობა, განსაკუთრებულად მაღალი სიცხის პირობებში. ფაქტიურად შექმნილია უმძიმესი პირობები.

აქვე უნდა გაცნობოთ, რომ ვარ ავადმყოფი (ჰიპერტონია, ჰაერის უკმარისობა, სისხლძარღვების შევიწროება, დიაბეტის ზღვარზე). თქვენ დაფიქრდით, რატომ გადამიყვანეს ამ პირობებში, მას შემდეგ, რაც მოითხოვეს ვადის გაგრძელება. არაფერს ვითხოვ, ერთი თხოვნა მქონდა - გაეზომათ წნევა მთელი ღამე 17 რიცხვში, არაფრით არ მოვიდა ექიმი ან ექთანი მაინც, რომ წნევა გაეზომა. როცა დილით მორიგე კონტროლიორს ვკითხე რატომ არ მოვიდა ექიმი ან ექთანი თქო, მან მიპასუხა, ექიმმა ბრძანა, მე არ მეხებაო. ეს ყველაფერი დაიწყო მას შემდეგ, რაც სხვა კამერაში გადამიყვანეს.

 აქვე მინდა შეგახსენოთ, რომ საპატიმროში მოყვანის დღიდან ხუთი კამერა გამომიცვალეს. 17-ში მთავარ ექიმს ვკითხე, ჩემს ავადმყოფობის ისტორიას თუ იცნობთ. მან მიპასუხა, ვიცნობ, სერიოზული ავადმყოფი ხართო. მაშინ მე ვკითხე, რატომ გადმომიყვანეს ამ კამერაში. ვიღაცა იჯდა გვერდზე "კრესლოში". რა ხდებაო, იმან მხრები აიჩეჩა. კარგი, მე გავარკვევ, ვისი დავალებით გადმოგიყვანეს აქო, თქვა მთავარმა ექიმმა.

ჩვენი შეხვედრა შედგა მთავარი ექიმის კაბინეტში. ყოველივე აქედან გამომდინარე, მათაც კარგად იციან, რომ მე არავითარი დანაშაული არ მიმიძღვის, მაგრამ ცდილობენ, ისარგებლონ ჩემი მძიმე ავადმყოფობით და ახდენენ ფსიქოლოგიურ ზეწოლას, მიუარესებენ პირობებს, რათა ჩავვარდე და მივცე მათთვის სასურველი ჩვენება. ამ პირობებში ჩემს სიცოცხლეს ემუქრება საფრთხე. მე ვცდილობ ფსიქოლოგიურად გავძლო. თუ ვერ გავძელი, თავს მოვიკლავ, რადგან ვერ ავიტან ამდენ უსამართლობას და ძალმომრეობას. პასუხისმგებლობას ყველანაირ შედეგზე ვაკისრებ პროკურორ რიჟამაძეს და მის კამპანიას (გამომძიებლებს, მის დამქაშებს).

ერთადერთი ადამიანები, ვინც მივლიან და მასულდგმულებენ, ესენი ჩემი თანასაკნელები არიან. ისინი ყველანაირად გვერდში მიდგანან. პატიმრებს აქვთ უფრო მეტი ჰუმანურობის და სამართლიანობის გრძნობა, ვიდრე რიჟამაძისნაირ ვითომ სამართლის მაძიებლებს.

ამის შემდეგ, რომელ სამართლიანობასა და ჰუმანურობაზე უნდა ვიფიქროთ მე და ჩემს უკან მდგომმა ინტელიგენციამ, ათასობით სტუდენტმა და ახალგაზრდამ, რომელთაც ჩემი სჯერათ, მიცნობენ...

აქვე მსურს დავამატო, რომ მას შემდეგ, რაც სხვა კამერაში გადამიყვანეს, საკანში მყოფი პატიმრების დიდი ძალისხმევის, ჩხუბის, ყვირილის, კარებზე ბრახუნის შემდეგ ვახერხებთ ექიმის მოყვანას. საერთოდ, თუ თანასაკნელებმა არ ატეხეს ალიაქოთი ჩემი ცუდად გახდომის შემდეგ, კაციშვილი პატრონი არ არის.

გამოკითხვის ოქმი დაწერილია ჩემს მიერ ჩემივე სიტყვებით, რის სისწორესაც ვადასტურებ ხელის მოწერით,“ - წერს ბრალდებული ომარ თედორაძე.

თედორაძის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების ფაქტს ადასტურებს საიას თავმჯდომარე კახა კოჟორიძე. მან დაკავებული გლდანის მე-8 საპყრობილეში თავად მოინახულა.

ომარ თედორაძისა და ამ საქმეზე ბრალდებული კიდევ 4 პიროვნების მძიმე საპატიმრო პირობებსა და გამოძიების მხარის მიერ ზეწოლაზე, საუბრობს დაკავებულების ადვოკატი სოსო ბარათაშვილი.

 „პროკურორმა და გამომძიებელმა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფ ერთ-ერთ პირს, მამუკა ივანიაძეს ადვოკატის აცილებაზე განცხადების დაწერა აიძულეს“,- აღნიშნა ადვოკატმა.

ადვოკატის ბრალდება სასჯელაღსრულების მინისტრმა სოზარ სუბარმაც და მთავარმა პროკურატურამაც, კატეგორიულად უარყვეს.

სასჯელაღსრულების მინისტრი სოზარ სუბარი გავრცელებულ ინფორმაციას სიცრუეს უწოდებს და აღნიშნავს, სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაკავებული თანამშრომლები ცუდ არ იმყოფებიან.

სუბარი:  ისინი არიან ძალიან კარგ პირობებში. დაკავების დროს ისინი, ვისაც ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდათ, არ გაგვიჩერებია პირველადი გადანაწილების საკნებში და მაშინვე ავიყვანეთ კორპუსზე. პირველივე დღიდან მაქსიმალური ყურადღება ხორციელდება მათზე სამედიცინო პერსონალის მხრიდან, ძალიან სწრაფად გავუკეთეთ მაღაზიის ბარათები. ცუდ პირობებზე ლაპარაკი არ შეიძლება. პროკურორის მხრიდან ზეწოლაც შეუძლებელია, ამაზე ალბათ პროკურატურაც გასცემს პასუხს. პროკურორის მხრიდან ზეწოლა არ შეიძლება არსებობდეს.

0

ავტორი: