ქუთაისის მერიაში თანამშრომლების პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლება დაიწყო? ქუთაისის მერიაში თანამშრომლების პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლება დაიწყო? />


  15:42:26     19-06-2013

ქუთაისის მერიაში თანამშრომლების პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლება დაიწყო?

a24978.jpg

ქუთაისის მერიაში თანამშრომლების მასიური დათხოვნის პროცესი დაიწყო. მერიის სამსახურების უფროსების და აპარატის თანამშრომლების შეფასებით მათი გათავისუფლება პოლიტიკურ ხასიათს ატარებს.

ქუთაისის ვიცე მერის, ამირან ძოწენიძის განცხადებით, ქალაქის მერი ჯერ კიდევ ორი დღის წინ ირწმუნებოდა, რომ თანამშრომელთა გათავისუფლება არ მოხდებოდა, თუმცა დღეს მათი გათავისუფლების ბრძანებას მერმა თავად მოაწერა ხელი.

ძოწენიძე: ქუთაისის მერიაში  დაიწყო პოლიტიკური ნიშნით ხალხის გათავისუფლება. აღნიშნულს არანაირი კავშირი არ აქვს რეორგანიზაცია ოპტიმიზაციასთან. შეგიძლიათ ნახოთ, რომ სამსახურები დარჩა, უბრალოდ, ცვლიან მათთვის არასასიამოვნო და არასაიმედო ადამიანებს კეთილსაიმედო ან იმ ადამიანებით, რომლებთანაც ვალში არიან. ბატონმა კოპალიანმა რამდენიც არ უნდა იძახოს, რომ ეს მისი გაკეთებული არ არის და რომ ყოფილმა „ნაციონალებმა“, გააკეთეს, ვერ დაიძვრენს თავს, რადგან მისი ხელმოწერაა ყველაფერზე და ის აგებს პასუხს. ეს, რომ პოლიტიკური დევნაა, ძალიან ადვილად შეიძლება ამაში დარწმუნება. აუცილებლად გავასაჩივრებთ ამ გადაწყვეტილებას სასამართლოში.

 ვიცე მერის თქმით, სამსახური მხოლოდ მერიის აპარატის უფროსმა შეინარჩუნა. ძოწენიძე აღნიშნულ ფაქტს  ახალი ხელისუფლების მიმართ მისი დამსახურებებულებით ხსნის.

 რაც შეეხება მერიის ოფიციალურ კომენტარს უწყების  ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი თენგიზ თოფურიძე ირწმუნება, რომ გათავისუფლების პროცესი სამართლიანია. ჯამში კი მერიის თანამშრომლების 10-13% გათავისუფლდება.

 „საკრებულოს დადგენილებით გამოცხადდა რეორგანიზაციის პროცესი. ყველა თანამშრომელს გაეგზავნა შეტყობინება რეოგანიზაციის დაწყებაზე. გუშინ გავიდა ამ გართხილებიდან ერთი თვე და უკვე მერია თავისუფალია ქმედებებში რეორგანიზაცია ჩაატაროს მისი შეხედულებისამებრ. შეიქმნა რამდენიმე ახალი სამსახური, რაც იძლევა აბსოლუტურად სამართლებრივად ძლიერ საფუძვლებს იმისას, რომ მერმა მიიღოს ახალი სამსახურის უფროსების დანიშვნის გადაწყვეტიოლება. რიგ შემთხვევაში შტატების შემცირების გადაწყვეტილებაც. თქვენც ძალიან კარგად იცით, რომ მერიაში შტატები გაბერილია. ამდენი თანამშრომელი მერიის მუშაობისთვის საჭირო არ არის. რა თქმა უნდა, ეს შემცირება კანონშეუსაბამო არ არის. ყველაფერი მიმდინარეობს კანონის ფარგლებში. მიმდინარეობს სამართლიანობის პრინციპების დაცვით და არავითარ პოლიტიკურ ზეწოლაზე საუბარი არ შეიძლება იყოს და არც არის“,- აცხადებს თოფურიძე.

0

ავტორი: