სამალავების საქმეზე დაკავებულებს შორის თავდაცვის სამინისტროს მოქმედი თანამშრომელია სამალავების საქმეზე დაკავებულებს შორის თავდაცვის სამინისტროს მოქმედი თანამშრომელია />


  14:16:42     19-06-2013

სამალავების საქმეზე დაკავებულებს შორის თავდაცვის სამინისტროს მოქმედი თანამშრომელია

a24977.jpg

სამეგრელოში აღმოჩენილ ფარულ სამალავთან დაკავშირებით, სამართალდამცავებმა, გუშინ და დღეს ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებების შედეგად, 9 პირი დააკავეს,- ამის შესახებ შს მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დიპლომატებთან შეხვედრის დასრულების შემდეგ გააკეთა.

მინისტრის ინფორმაციით, დაკავეწბულთაგან  თავდაცვის სამინისტროს მოქმედი თანამშრომელია.

ღარიბაშვილი: „ცოტა ხნის წინ აღმოვაჩინეთ სამარხი, საიდანაც ამოვიღეთ დაახლოებით ორი ოცეული სამყოფი სრული შეიარაღება, ნაპოვნი იქნა რვა კასრი, სადაც ეწყო ნარკოტიკები, დასაჭერი ხალხის სია. ვნახეთ, ასევე, ვიდეოკასეტები, სადაც აღბეჭდილი იყო საშინელი კადრები. განსაკუთრებით საშინელი იყო ორი ვიდეო, სადაც აღბეჭდილი იყო ადამიანების წამების, დამცირების და გაუპატიურების კადრები. ამის შემდეგ დავიწყეთ გამოძიება და დავადგინეთ ის ორი პირი, რომელიც იყო ნაწამები და ამ კადრებში ჩანს. გამოძიების შედეგად ჩვენ გუშინ ღამით და დღეს დილით დავაკავეთ ცხრა პირი, საიდანაც ერთი თავდაცვის სამინისტროს მოქმედი თანამშრომელია, ორი არის პოლიციის ყოფილი თანამშრომელი და არის ერთი პირი, რომელიც აუპატიურებს ადამიანებს. ყველაფერი დამტკიცდება და დადგინდება გამოძიების შედეგად“. აქ საუბარია ძალიან მძიმე დანაშაულის აღიარებაზე და საკუთარ თავზე აღებაზე. აღმოჩნდა ისე, რომ ერთ–ერთი პირი, რომელიც აწამეს  ნასამართლევი არ იყო.  მეორე პირი კი, რომელიც აწამეს, აბსოლუტურად სხვა ბრალდებით იქნა დაკავებული“.

0

ავტორი: