12:03:31     19-06-2013
ვაშაძე: უშიშროების თანამშრომლებმა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები გაიტაცეს
![a24974.jpg](http://presa.ge/img/multimedia/a24974.jpg)
“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის გიორგი ვაშაძის ინფორმაციით, გამთენიისას უშიშროების თანამშრომლებმა რუსთავის საკრებულოს 5 წევრი გაიტაცეს.
„პრესა.ჯი“-სთან საუბარში ოპოზიციის წარმომადგენელი აცხადებს, რომ გატაცებული „ნაციონალებიდან“ადგილსამყოფელი უცნობია.
ვაშაძე: უშიშროების თანამშრომლებმა რუსთავის საკრებულოს 5 წევრი გაიტაცეს და მათგან ორის ადგილსამყოფელის დადგენას ვცდილობთ. ეს ყველაფერი კი უკავშირდება რუსთავის საკრებულოში დღეს გასამართ სხდომას, სადაც უნდა დადგეს თავმჯდომარის იმფიჩმენტის საკითხი, „ნაციონალური მოძრაობა“ უმრავლესობით , 15 წევრით არის წარმოდგენილი და „ქართულ ოცნებას“ უმრავლესობის მოსაპოვებლად 4 ადამიანის ჩამოშორება სჭირდება. 3 დეპუტატი იყო დუშეთში წასული , ორი ადამიანი იქიდან წამოიყვანეს და გადაიყვანეს ნარკოლოგიურში, თუმცა ჩვენი აქტიური ჩარევის შედეგად გატაცებულები გათავისუფლდნენ. თუმცა ერთი ადამიანი, იაგო ბადაგაძე უშიშროების თანამშრომელის ტყვეობაში რჩება. სამართალდამცავს ის საკუთარი მანქანით დუშეთიდან მოჰყავს და ახდენს მასზე ზეწოლას. ამასთან ვერ უკავშირდებით კიდევ ორ გატაცებულს ვიცით ,რომ მათთან მივიდა უშიშროება სახლში მაგრამ სად წაიყვანეს ჩვენთვის უცნობია. ჯამში სულ 5 პიროვნებაა, მათ ესაჭიროებათ ოთხი ადამიანი, რომ თავმჯდომარის იმპიჩმენტი მოხდეს. ჩვენთვის უშიშროების იმ თანამშრომლების ვინაობაც ცნობილია. „ნაციონალური მოძრაობის “ წევრებზე ზეწოლას ჯაბა დუგლაძე და კობა ბადაგაძე ახდენენ.
„პრესა.ჯი“ აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით, ინფორმაციიის მოპოვებას შს სამინისტროსგან დილიდან ცდილობს თუმცა უშედეგოდ.
0