15:03:49     18-06-2013
ხიდაშელი გიორგობიანის წინააღმდეგ

„ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერი თინა ხიდაშელი შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ხელმძღვანელს პოლიტიკური განცხადების გაკეთებაში ადანაშაულებს და აცხადებს, რომ ნინო გიორგობიანმა მსგავსი განცხადებების გაკეთებისგან თავი უნდა შეიკავოს.
ამასთან თინა ხიდაშელი იმედოვნებს, რომ საზოგადოებაში წარმოშობილ კითხვებზე, რომელიც სამეგრელოში აღმოჩენილ იარაღსა და ვიდეომასალას, უკავშირდება შსს"ს პასუხები აქვს:
თინა ხიდაშელი: "მაგალითად, ხელთათმანი ეკეთა თუ არ ეკეთა ვინმეს, როდესაც ამხელა არსენალის აღმოჩენა ხდება არარეგისტრიებული იარაღის, ეს ძალიან მნიშვნელოვანია. იმედი მაქვს, რომ გამოძიება პასუხს გასცემს ყველა კითხას, თუმცა მე ვიტყოდი, რომ არასწორია ეს განცხადება, რომელიც გააკეთა შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურმა, ეს არის პოლიტიკური განცხადება,რასაც არ უნდა აკეთებდეს შსს–ს პრესმდივანი. რადგანაც ეს არის იმ ტიპის ვარაუდი, რომელიც უფრო მეტად პოლიტიკურია ვიდრემ სისხლის სამართლებრივი".
0