Presa.ge-სა და itv.ge-ს ჟურნალისტური გამოძიების საფუძველზე შსს-მ მაღალჩინოსანი დააკავა Presa.ge-სა და itv.ge-ს ჟურნალისტური გამოძიების საფუძველზე შსს-მ მაღალჩინოსანი დააკავა />


  16:34:04     14-06-2013

Presa.ge-სა და itv.ge-ს ჟურნალისტური გამოძიების საფუძველზე შსს-მ მაღალჩინოსანი დააკავა

a24958.jpg

„პრესა.ჯი“-სა და ინტერნეტტელევიზია „itv.ge”- ს ჟურნალისტური გამოძიების შედეგად შს სამინისტრომ 18 წლის გიგა სვანის განზრახ დაჭრის ფაქტზე კრიმინალური პოლიციის მეოთხე სამმართველოს უფროსი დავით გელაძე დააკავა.

როგორც „პრესა.ჯი“-ს შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ხელმძღვანელმა ნინო გიორგობიანმა განუცხადა, ეჭვმიტანილის სასამართლო პროცესი დღესაა ჩანიშნული.

ნინო გიორგობიანი: გელაძის დაკავება რამდენიმე დღის წინ მოხდა. ზუსტ თარიღს ვერ გეტყვით. რაც შეეხება თქვენ კითხვას, იკავებდა თუ არა ის შსს კრიმინალური პოლიციის მეოთხე სამმართველოს უფროსის თანამდებობას ინცინდენტის დღეს გეტვით, რომ გელაძე შს სამინისტროდან მომხდარის შემდეგ გათავისუფლდა. ეს ადამიანი დაკავებულია საქმე პროკურატურაშია შესული.

„პრესა.ჯი“ მთავარ პროკურატურასაც დაუკავშირდა, უწყების პრესსპიკერ ხათუნა პაიჭაძის განცხადებით, დავით გელაძე პასუხისმგებლობაში მიცემულია.

„საქმე აღძრულია 117-ე მუხლის პირველი ნაწილით სხეულის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით. დაკავებულს ბრალი უკვე წარედგინა. პროკურატურა უკვე შესულია სასამართლოში შუამდგომლობით მისთვის აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების მოთხოვნით. დანაშაული 3 დან 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“- აცხადებს პაიჭაძე.

შეგახსენებთ, რომ „პრესა.ჯი“-მ შს მაღალჩინოსნის კრიმინალური დანაშულის შესახებ ექსკლუზიური ინფორმაცია ორშაბათს გაავრცელა.

აღსანიშნავია, რომ  შინაგან საქმეთა სამინისტრომ დავით გელაძე დააკავა მხოლოდ მას მერე, რაც  მედიამ ამ თემაზე კონკრეტული ფაქტები დადო.

ინფორმაციის მოძიებისას შს სამინისტროში ირწმუნებოდნენ, რომ დავით გელაძე საერთოდ არ მუშაობდა  შსს-ს ორგანოებში. ხოლო მას შემდეგ რაც „პრესა.ჯი“-მ შს სამინისტროს პრესსამსახურს გელაძის მიერ 2012 წლის 13 ნოემბერს შევსებული ფინანსური დეკლარაცია წარუდგინა სადაც სამუშაო ადგილად სწორედ შსს არის მითითებული, გიორგობიანმა განაცხადა, რომ გელაძემ სამსახური საკუთარი პატაკით 1 ან 2 კვირის წინ დატოვა.

დღეს კი აღნიშნულ თემაზე ქუთაისში გამართულ პრესკონფერენციაზე გივი თარგამაძემ სპეციალური განცხადება გააკეთა და შს სამინისტროს საქმის დაუყოვნებლის გამოძიება მოსთხოვა.

გივი თარგამაძე: დღეს აშკარაა, რომ გამოძიება ადგილიდან არ იძვრის. მეტიც, გამოჩნდა დაზარალებული ბებიის ინტერვიუ, სადაც იგი ამბობს, რომ შსს ცდილობს კვალის დაფარვას, მათ შორის საავადმყოფოში. თავს მოვალედ ვთვლით, ჩავერიოთ და მოვახდინოთ საზოგადოების, მედიის და შესაბამისის სტუქტურების ინფორმირება. იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ ინციდენტი თბილისის ცენტრალურ გამზირზე დაიწყო, სადაც მრავლადაა სათვალთვალო კამერები, შეუძლებელია არ იკვეთებოდეს ეჭვმიტანილი. თუ მონაცემები წაშლილია, აუცილებლად უნდა დაისვას შსს-ს შესაბამისი თანამდებობების პირების პასუხისმგებლობის საკითხი"

ამასთან დეპუტატ ირმა ნადირაშვილის ინფორმაციით, გელაძე გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს.

„გელაძე რომელმაც ახალგაზრდა სასიკვდილოდ გაიმეტა, უკვე გაათავუსუფლეს. მას აღმკვეთი ღინისძიების სახით გირაო შეეფარდა“,- განუცხადა „პრესა.ჯი“-ს ნადირაშვილმა.

0

ავტორი: