18:50:42     12-06-2013
სააკაშვილი: განათლების შესახებ კანონში შესატანი ცვლილებები, საბჭოთა სისტემის რესტავრაციაა

“დღეს პარლამენტში იხილება კანონი, რომლის თანახმადაც, ფუნდამენტურად გადაიხედება სახელმწიფო უნივერსიტეტების ავტონომია, შეიცვლება სახელმწიფო უნივერსიტეტების მართვის წესი, სახელმწიფო უნივერსიტეტებში კადრების მიღების და შერჩევის წესი. ჩვენი სისტემა რომელიც იყო წინა წლებში, მისი ერთ-ერთი მონაპოვარი იყო საკანონმდებლო დონეზე სულ უფრო მეტად პრაქტიკაში უნივერსიტეტების დამოუკიდებლობა, თავისუფალი კონკურენცია, უნივერსიტეტებში სწავლის ხარისხის გაზრდა, ახალი სტანდარტების შექმნა, საქართველოს სტუდენტების მომზადება თუ ჩვენ იმ სახით მივიღებთ ცვლილებებს, რომლებიც არის, საქართველო დაბრუნდება 10-15 წლით უკან და დაბრუნდება 90-იან წლებში, ეს ცვლილებები, რომლებიც არის პარლამენტში ზედმეტი განმარტებების გარეშე არის რესტავრაცია საბჭოთა და პოსტსაბჭოთა კორუმპირებული სისტემის 21-ე საუკუნის რეალობაში“,- ეს განცხადება საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილმა სხვადასხვა უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლებთან შეხვედრაზე განაცხადა.
მიხეილ სააკაშვილი: ”დღეს ჩვენ ვხვდებით რამდენიმე ქართული უნივერსიტეტის წარმატებულ პროფესორმასწავლებლებს და ეს ღონისძიება ნათელი დასტურია იმ პროგრესისა, რომელსაც საქართველოს განათლების სისტემამ მიაღწია ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში. საქართველოში ბოლო პერიოდში მოხდა ძალიან სერიოზული წინსვლა, პირველ რიგში იმ ხარისხის თვალსაზრისით, ჩვენი პროფესორები ჩვენი მასწავლებლები, ლექტორები, თანამშრომლები, უნივერსიტეტები აძლევენ საქართველოს ახალ თაობას. ჩვენ ბოლო წლებში ნამდვილი ბუმი გვქონდა ახალი უნივერსიტეტების გახსნის, მათ შორის აქ წარმოდგენილი უნივერსიტეტების და ეს აღარ იყო ის უნივერსიტეტი, რომლებიც იყო 90-იანი წლების დროს, რომლებიც სარდაფებში იხსნებოდა და იყო უბრალოდ ფულის მოჭრის რაღაც საამქროები. უკვე 2004-2006 წლების შემდეგ ეს იყო ნამდვილი თანამედროვე ქმედითი ორგანიზებული უნივერსიტეტები, რომელთაც სულ უფრო მიაახლოვეს ჩვენი დონე საერთაშორისო სტანდარტებს. ამიტომ ეს მართლაც წინ გაკეთებული ნახტომია, ჩვენ ვიმყოფებით ჯერ მხოლოდ ამის დასაწყისში და იმედია, ეს ყველაფერი გაგრძელდება.
0