გვარამია: მემგონი რუსეთი საქართველოს ჩეჩნეთის მსგავს პროვოკაციას უმზადებს გვარამია: მემგონი რუსეთი საქართველოს ჩეჩნეთის მსგავს პროვოკაციას უმზადებს />


  17:48:16     12-06-2013

გვარამია: მემგონი რუსეთი საქართველოს ჩეჩნეთის მსგავს პროვოკაციას უმზადებს

a24941.gif

რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის განცხადებას, რომელიც ქართველ სპეცსამსახურებთან თანამშრომლობას ეხებოდა საშიშად მიიჩნევს, ექსპერტი გოჩა გვარამია.

როგორც „პრესა.ჯი“-სთან საუბრისას გვარამიამ განაცხადა, ვლადიმერ პუტინს სურს საკითხი ისე წარმოაჩინოს, რომ თითქოს ახალი ხელისუფლება მას ისე ენდობა, რომ საუბარი დაიწყო ორი ქვეყნის შესაძლო თანამშრომლობაზე.

გოჩა გვარამია: პუტინის განცხადება გარკვეული ნიადაგის მომზადებას ჰგავს. თუ ჩვენ ახლო მომავალში ვიხილეთ, რომ ქართული მხარე პუტინის ამ შეთავაზებას დათანხმდა მაშინ ქვეყნის უსაფრთხოებას ნამდვილად დაესმება წერტილი. რუსი სპეცსამსახურები 90-იანი წლების მსგავსად კვლავ დაიწყებენ საქართველოს ტერიტორიაზე თავის საქმიანობას. გააქტიურდება ის აგენტურული ქსელი, რომელიც რომელიც საქართველოში დღემდე შემორჩა.

- პუტინის თქმით რუსეთი მზად არის, სოჭის ოლიმპიადის უსაფრთხოების უზრუნველყოფაში საქართველოს დახმარება მიიღოს...

- ოკუპირებული აფხაზეთი უშუალოდ ესაზღვრება იმ ტერიტორიას სადაც სოჭის ოლიმპიადა უნდა ჩატარდეს. რადგან ეს ტერიტორია რუსეთის მიერ არის ოკუპირებული ქართულ სპეცსამსახურებს არანაირი საშუალება არ მიეცემათ იქ საქმიანობისთვის. ჩემი აზრით სოჭის ოლიმპიადის წამოწევა უბრალოდ საფარია, რომ რუსეთის სპეცსამსახურებმა საქართველოში შემოაღწიონ. მითუმეტეს, რომ ამის წინაპირობები არსებობს. თბილისში კრემლის პოლიტიკის მომხრე რამოდენიმე ორგანიზაცის უკვე შეიქმნა. ამასთან ხაბურძანია პირდაპირ აცხადებს, რომ ის პრორუსული პარტიის ლიდერობას აპირებს.

- თქვენი აზრით რამდენად რეალურია ოლიმპიადაზე გარკვეული პროვოკაციული ნაბიჯების გადადგმა რუსეთის მხრიდან?

სულაც არ არის გამორიცხული, რომ ოლიმპიადაზე ტერაქტები რუსეთის სპეცსამსახურებმა მოაწყონ და ქართულებს გადააბრალონ. რუსეთის მხრიდან მსგავსი პროვოკაცია ჩეჩნეთთან მიმართებაში უკვე ვნახეთ. რუსეთის სპეცსამსახურები დედაქალაქში ააფეთქებდნენ სახლებს და აბრალებდნენ ჩეჩნებს.

0

ავტორი: