13:27:48     12-06-2013
რა შეფასებები მოჰყვა პუტინის განცხადებას?

ვლადიმერ პუტინის განცხადებას, რომლის მიხედვითაც სოჭის ოლიმპიადის წინ ორი ქვეყნის სამართალდამცავი ორგანოებისა და სპეცსამსახურების თანამშრომლობა უნდა შედგეს საკანონმდებლო ორგანოში შეფასება უკვე მოჰყვა.
როგორც „პრესა.ჯი“-ს „ერთიანი ნაციონალური“ მოძრაობის ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი გაბაშვილმა განუცხადა რუსეთის პრეზიდენტმა საქართველოთან ურთიერთობის აღდგენის შესახებ მორიგი თავხედური განცხადება გააკეთა.
მისი თქმით, როცა ვლადიმერ პუტინი საქართველოზე საუბრობს ის აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს მის შემადგენლობაში არ განიხილავს.
გაბაშვილი: ეს არის ის ტერიტორიებია, რომელიც მისი გადაწყვეტილებით არის ოკუპირებული. მან გასცა ბრძანება 2008 წელს ასობით ჩვენი მოქალაქის მოკვლის თაობაზე.
უმცირესობის კიდევ ერთი წევრი აკაკი მინაშვილი კი პუტინის მიერ ქართველი სპეცსამსახურებისთვის შეთავაზებული თანამშრომლობის გამო შეშფოთებულია.
„პუტინმა ქართველს სპეცსამმსახურების წარმომადგენლებს მკაფიო მესიჯი გამოუგზავნა. მას სურს მთლიანად გააკონტროლოს ჩვენი სპეცსამსახურები. ეს რუსეთის ხრიდან პირველი შემთხვევა არ არის. გვხასხოვს, რომ 90 იან წლებში რუსეთის ფედერაციამ დანიშნა, საქართველოს უშიშროების მინისტრი, შს მინისტრი და სხვა“,- განაცხადა მინაშვილმა.
რაც შეეხება საპარლამენტო უმრავლესობის პოზიციას, ვიქტორ დოლიძე პუტინის სურვილს აღდგეს რუსეთ-საქართველოს ურთიერთობები მიესალმება, თუმცა იქვე დასძენს, რომ ამ ურთიერთობამ მავთულხლართებიდან საბანკო სექტორში უნდა გადმოინაცვლოს.
„პრესა.ჯი“ პუტინის განცხადების შეფასებისთვის ექსპერტ გია ნოდიას დაუკავშირდა.
მისი თქმით, რუსეთთან გარკვეული სახის კონტქთის არსებობის მცდელობა ბუნებრივია, თუმცა საქართველოს ხელისუფლებამ რეალური გეგმა უნდა დასახოს, მაქსიმუმ რისი მიღება შეიძლება ამ ურთიერთობიდან.
გია ნოდია: რუსეთი აღიარების უკან წაღებას არ აპირებს, ამის პარალელურათ პრემიერი ივანიშვილი აცხადებს, რომ რუსეთს თურმე თვითონ არ აწყობს, ხელს არ აძლევს საქართველოს ოკუპაცია- ეს განცხადებებები რბილად რომ ვთქვათ არაკომპეტენტურია.
„პრესა.ჯი“: ბატონო გია, პუტინი აცხადებს, რომ ორი ქვეყნის სამართალდამცავი ორგანოებისა და სპეცსამსახურების თანამშრომლობა უნდა შედგეს რას უკავშირებთ მის ამ განცხადებას?
პუტინის განცხადებაზე, ჩვენ ქართული მხარის ოფიციალურ კომენტარს უნდა დაველოდოთ. როდესაც ორ ქვეყანას შორის დიპლომატიური ურთიერთობა გაწყვეტილია, ქვეყნის 20 % ოკუპირებულია ამ განცხადების ავტორის უშუალო დავალებით ცოტა უცნაურია დათანხმდეს ქართული მხარე დათანხმდეს ამ შემოთავაზებას.
0