12:13:38     12-06-2013
ზურაბ ჭიაბერაშვილი: რუსეთი თავის გეგმებს არ შეცვლის

იმ ფონზე, როდესაც რუსი ოკუპანტები სქართველოს საზღვრების უკანონო მითვისებით არიან დაკავებულები, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი საქართველოსთან ურთიერთობის სრულად აღდგენას გეგმავს, თუმცა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის აღიარების უკან წაღებას არ აპირებს
„რუსეთმა აღიარა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა. ამ საკითხზე უკან დახევა ვერ წარმომიდგენია. საქართველოსთვის ეს ცნობილია, როგორც წითელი ხაზი, რომლის იქით გადასვლა მათაც არ შეუძლიათ, რამდენადაც საქართველო, როგორც თავად მიიჩნევს, ტერიტორიული მთლიანობისთვის იბრძვის“,- განაცხადა პუტინმა ტელეარხ Russia Today-ში სტუმრობისას.
რუსეთის პრეზიდენტი ორ ქვეყანას შორის სავიზო რეჟიმის გაუქმებას არ გამორიცხავს. პუტინის თქმით, ბოლო პერიოდში აქტუალური გახდა ჰუმანიტარული კონტაქტები და მოხსნილია დაძაბულობა მოსკოვში საქართველოს წარმომადგენლობის ირგვლივ. "ძალიან მნიშვნელოვანია, რომ 1-ლი ივნისიდან 24 საათიან რეჟიმში მუშაობს საბაჟო-გამშვები პუნქტი რუსეთ-საქართველოს საზღვარზე", - აღნიშნა პუტინმა.
„პრესა.ჯი“- მ პუტინის განცხადებებზე კომენტარი კახეთის გუბერნატორსა და ყოფილ დიპლომატს ზურაბ ჭიაბერაშვილს სთხოვა.
პუტინი საქართველოსთან ურთიერთობის სრულად აღდგენას გეგმავს, თუმცა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის აღიარების უკან წაღებას არ აპირებს...
- დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენა ორ სახელმწიფოს შორის, ვერ მოხდება ვიდრე რუსეთი არ მოახდენს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების დეოკუპაციას და არ მისცემს საშუალებას საქართველოს აღდგეს ჩვენი დეფაქტო კონტროლი აღნიშნულ ტერიტორიებზე.
-ახალი ხელისუფლება რუსეთს სავაჭრო-კულტურულ ურთიერთობებზე აქტიურად ესაუბრება, თუმცა ამის საპასუხოდ რუსეთი კვლავ განაგრძობს საოკუპაციო ზოლის გადმოწევს, თქვენი აზრით უნდა გაგრძელდეს თუ არა მსგავსი ტიპის ურთიერთობები?
- იმ ტიპის ურთიერთობები, როგორიცაა აბაშიძე-კარასინის შეხვედრა, სადაც სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებს ეხება შესაძლებელია მომავალშიც გაგრძელდეს. თუმცა ეს არ უნდა გახდეს საბაბი დიპოლომატიური ურთიერთობის აღდგენის. თუ ამ პირობებში ჩვენ აღვადგენთ დიპლომატიურ ურთიერთობას რუსეთთან ეს ნიშნავს, რომ საქართველომ აღიარა დეიურე მისი ტერიტორიის 20 % - ზე.
- გასაგებიია, თუმცა ფაქტი ფაქტად რჩება, ჩვენ მოქალაქეებს რუსი მესაძღვრეები კვლავ იტაცებენ, რუსი ოკუპანტები საზღვრის გასამაგრებელ სამუშაოებს ამ წუთებშიც ატარებენ, რა ქმედითი ნაბიჯები უნდა გადაიდგას, რომ მცოცავი ოკუპაცია შეჩერდეს?
- ეს საკითხი მინდა შევაფასო, იმ გამოცდილების გათვალისწინებით, რაც „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ამ მიმართულებით ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში მიიღო. ჩვენ გვეკავა ძალიან პრინციპული პოზიცია რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციასთან დაკავშირებით. ყველა უმაღლესი საერთაშორისო ტრიბუნიდან ჩვენი წარმომადგენლები ოკუპაციის ფაქტს აპროტესტებდნენ. რათქმაუნდა საოკუპაციო ხაზის გასწვრივ ინცინდენტებს ადრეც ჰქონდა ადგილი, მაგრამ განსხვავება იყო ის რომ მის საქციელზე რუსეთს უწევდა საერთაშორისო საზოგადოებისთვის გარკვეული ანგარიშის გაწევა. დღეს კი საერთაშორისო ფორუმებზე ახალმა ხელისუფლებამ რუსეთის მიმართ ტონი შეარბილა. ბატონმა ივანიშვილმა ევროსაბჭოს მინისტერიალზე რუსეთი ადიდა, თუმცა მეზობლისგან რამოდენიმე დღეში საზღვრის 300 მეტრით გადმოწევა მიიღო. ახლა მთავარია რუსეთი რუსეთთან მარტო არ დარჩეს. არავის აქვს ილუზია, რომ რუსეთი საოკუპაციო ზოლებთან მიმდინარე პროცესებს შეაჩერებს. ის ბომბავდა საქართველოს ტერიტორიას გამსახურდიას, შევარდნაძის, სააკაშვილის დროსაც და თუ ამის საშუალება მიეცა დღესაც გაანადგურებს ჩვენ ქვეყანას. რუსეთმა იცის, რომ საქართველო ტოვებს მისი გავლენის სივრცეს. სამწუხაროდ რაც მოიტანა ივანიშვილის პოლიტიკამ, არის ის რომ ჩვენ რუსეთთან მარტო ვრჩებით. რუსეთი კი თავის გეგმებს არ შეცვლის, მისი მიზანი საქართველოს სრული ოკუპაციაა.
0