პრეზიდენტის სასახლეში უშიშროების საბჭოს სხდომა მიმდინარეობს პრეზიდენტის სასახლეში უშიშროების საბჭოს სხდომა მიმდინარეობს />


  18:47:24     11-06-2013

პრეზიდენტის სასახლეში უშიშროების საბჭოს სხდომა მიმდინარეობს

a24936.jpg

ავლაბრის რეზიდენციაში საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ხელმძღვანელობით  უშიშროების საბჭოს სხდომა მიმდინარეობს.

სხდომას ესწრებიან უშიშროების საბჭოს მდივანი გიგა ბოკერია, თბილისის მერი გიგი უგულავა, თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია, საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე და შინაგან საქმეთა მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი. ასევე უმცირესობის წევრები დავით ბაქრაძე და გიორგი ბარამიძე, საგარეო დაზვერვის  სპეციალური სამსახურის  ხელმძღვანელი გელა ბეჟუაშვილი, ანდრო ბარნოვი, თამარ კინწურაშვილი, გენშტაბის უფროსი ირაკლი ძნელაძე და მისი მოადგილე ვახტანგ კაპანაძე.

საქართველოს პრეზიდენტმა უშიშროების საბჭოს მორიგი სხდომა დღეს მოიწვია. დღევანდელი საბჭოს ხდომის საკითხები ავღანეთში ქართული შენაერთის მიმართ განხორციელებულ თავდასხმას, ქართველი სამხედროებისა და საქართველოს მოსახლეობის მიმართ მუქარის შემცველი ვიდეოკლიპების გავრცელებასა და მასთან დაკავშირებული უსაფრთხოებას შეეხება.

შეხვედრას არ ესწრება საქართველოს პრემიერი. როგორც ივანიშვილმა თავად განმარტა თემები, რომელსაც მიმდინარე შეხვედრაზე განიხილავენ „უინტერესოა“. უშიშროების საბჭოს სხდომა ბოლოს 5 ივნისს გაიმართა, პრემიერ–მინისტრი შეხვედრას მოუცლელობის გამო მაშინაც არ დაესწრო.

0

ავტორი: