18:37:42     10-06-2013
შსს-ს მაღალჩინოსნის ტყვიის მსხვერპლი 18 წლის გიგა სვანი აღმოჩნდა
![a24929.jpg](http://presa.ge/img/multimedia/a24929.jpg)
„პრესა.ჯი“-სთვის შს სამინისტროს კრიმინალური პოლიციის უფროსის მოადგილის დავით გელაძის მიერ დაჭრილი ახალგაზრდას ვინაობა გახდა ცნობილი. ის 18 წლის გიორგი სვანი აღმოჩნდა.
როგორც დაჭრილის მეგობარმა „პრესა.ჯი“-ს უამბო, დაზარალებულს ჭრილობა ცეცხლასროლი იარაღით აქვს მიყენებული. მისივე თქმით, დაზარალებული საავადმყოფოში გადის მკურნალობას.
„ამ დროისთვის მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ 18 წლის გიგა სვანი დაჭრეს ცეცხლსასროლი იარაღით. ამ ეტაპზე მასთან შეუთანხმებლად სხვა კომენტარს ვერ მოგცემთ“,- განაცხადა გიორგი სვანის მეგბარმა. კითხვაზე, არის თუ არა მეგობრის დაჭრაში გარეული შს მაღალჩინოსანი წყარომ პასუხის გაცემა არ ისურვა.
გარდა ამისა პრესა.ჯი-მ მიიღო ინფორმაცია გიორგი სვანის მეორე ახლობლისგანაც, რომელიც შემთხვევას თავად შეესწრო.
„მიზეზე იყო შემდეგი: ამ ბავშვს მანქანით დავით გელაძემ ჩაუარა და გიგამ უთხრა მკლავ ბიძა რანაიარდ დადიხარო და ეს გადმოხტა მანქანიდან. ჯერ დაარტყა ბავშვს და ბავშვი რომ გარბოდა ეგრევე თავში ესროლა ააცილა და გულთან გაარტყა. დაჭრილის ოჯახში მამაოები მიდიან, რომ არ „გააბაზროს“ ოჯახმა ინციდენტის შესახებ ინფორმაცია" - განაცხადა პრესა.ჯი-სთან საუბრისას შემთხვევის თვითმხილველმა რომელმაც საკუთარი ვინაობის ინკოგნიტოდ დატოვება გვთხოვა.
შეგახსენებთ, რომ “პრესა.ჯი“-სთვის ექსკლუზიურად გახდა ცნობილი, რომ შს სამინისტროს კრიმინალური პოლიციის უფროსის მოადგილემ, დავით გელაძემ ცეცხლსასროლი იარაღით ახალგაზრდა დაჭრა. ფაქტი „პლეხანოვზე“ მოხდა.
„პრესა.ჯი“ მომხდარი კრიმინალური ფაქტის დეტალების გარკვევას შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ხელმძღვანელ ნინო გიორგობიანთან ცდილობს, თუმცა გიორგობიანი ჩვენ ზარებს არ პასუხობს.
მართალია, სამართალდამცავი ორგანოებიდან კომენტარის მიღება ვერ შევძელით, მაგრამ გელაძის შესახებ მცირე ინფორმაციის მოპოვება მარტივი აღმოჩნდა. დავით გელაძე ამჟამად კრიმინალური პოლიციის უფროსის, დავით ბედიას მოადგლეა. წარსულში კი ის შევარდნაძის მთავრობის საგზაო ინსპექციის უფროსი იყო სამცხე ჯავახეთის რეგიონში.
იხილეთ პირველი სტატია მომხდარის შესახებ
. 0