17:22:19     10-06-2013
თაქთაქიშვილი: ხომ არ აფარებს შსს ხელს ამ ვიდეოს დამამზადებელს?

„ნაციონალური მოძრაობა" Youtube-ზე მუქარის შემცველი ვიდეოების წარმომავლობის დასადგენად საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვს.
საპარლამენტო ოპოზიციის ერთ-ერთ ლიდერი ჩიორა თაქთაქიშვილი აცხადებს, რომ აღნიშნული ვიდეორგოლის წარმომავლობის დადგენას შინაგან საქმეთა სამინისტრო აჭიანურებს. „პრესა.ჯი“ მას ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებზე ესაუბრა.
- „Youtube“-ზე მუქარის შემცველი ვიდეოების წარმომავლობის დადგენა ამ დრომდე არ მომხდარა. აქტიურად საუბრობენ, რომ ვიდერგოლი საქართველოდან აიტვირთა. თქვენი აზრით ვის ინტერესებში შედიოდა აღნიშნული ინფორმაციის ინტერნეტით გავრცელება?
- ამ ვიდეოების წარმომავლობა ძალიან ბევრ კითხვის ნიშანს ბადებს. ამასთან ძალიან საეჭვოა ხელისუფლების დამოკიდებულება ამ ვიდეოების მიმართ. ვიდეორგოლის ინტერნეტში განთავსებიდან რამდენიმე დღე გავიდა, თუმცა ჩვენ არანაირი ინფორმაცია არ მოგვისმენია, კონკრეტულად რა საგამოძიებო ღონისძიებებია გატარებული შს სამინისტროს მხრიდან, იმისთვის რომ დაედგინა რომელ სტუდიაში დამზადდა ეს ვიდეოები.
- პარლამენტის თავმჯდომარემ, თალიბების სახელით გავრცელებული ვიდეოს კავშირი ავღანეთში მომხდარ ტერქტთან გამოძიების დასრულემამდე გამორიცხა
- უსუფაშვილის ეს განცხადება ნიშნავს იმას, რომ ბატონი დავითი დარწმუნებულია, რომ ეს ვიდეოები არ ეკუთვნის ავღანელ ფუნდამენტალისტებს, ან მას აქვს ინფორმაცია იმ გამიოძიებაზე, რომელიც საზოგადოებისთვის არ არის ცნობილი. გამოდის, რომ გამოძიებამ ამ მიმართულებით რაღაც დაადგინა. ხელისუფლების პოზიციიდან ირკვევა, რომ მათი სურვილია საზოგადოებამ დაივიწყოს ამ ვიდეოს არსებობა. ცდუნება არის, რომ გადაიფაროს ის დანაშაული, რომელიც შესაძლებელია საქართველოშია ჩადენილი.
- თქვენი თანაპარტიელები აღნიშნული ვიდეოს უკან ხელისუფლების ინტერესებს ხედავენ, როგორ ფიქრობთ რამდენად რეალურია Youtube-ზე მუქარის შემცველი ვიდეოების განთავსების უკან ივანიშვილის გუნდი იდგეს?
- ეს შესაძლებელია. თუ კი არ ჩატარდება ობიექტური გამოძიება, შეიძლება ჩვენ საქმე გვქონდეს ხელისუფლების მხრიდან ვიდეოების უკანონო გავრცელებისა და შექმნის საქმესთან. ძალიან ბევრი კითხვის ნიშანია. ჩვენი ინფორმაციით შს სამინისტრომ აშშ-ს საგამოძიებო ორგანოებს მხოლოდ პირველი ვიდეო გადასცეს, რაც გარკვეული ეჭვის საფუძველს ქმნის. ჩნდება, კითხვა, ხომ არ აფარებს შს სამინისტრო ხელს ამ ვიდეოს დამამზადებელს?
- „ვაშინგტონ პოსტის“ სარედაქციო წერილს შინაგან სამეთა მინისტრმა და პრემიერის მარჯვენა ხელმა შეკვეთილი უწოდა...
- პირველი შემთხვევა, არ არის როდესაც პრემიერი ივანიშვილი და მისი გუნდი ამჟღავნებს სრულ უვიცობას მედიის თავისუფლებისა და ჟურნალისტური სტანდარტების მიმართ. ირაკლი ღარიბაშვილის მოსაზრება, რომლის მიუხედვითაც „ვაშინგტონ პოსტმა“ საქართველოში არსებულ მდგომარეოაბაზე შეკვეთილი სტატია დაწერა მიუთითებს იმაზე, რომ მთავრობაში ამერიკის შეერთებული შტატების გავლენიან გამოცემასაც ისეთივე თვალით უყურებენ, როგორითაც „ ასავალ-დასავალს“, სადაც ისინი თვითონ უკვეთავენ სტატიებს.
0