ხელისუფლებამ კიდევ ერთი კრიმინალური ავტორიტეტი გაათავისუფლა ხელისუფლებამ კიდევ ერთი კრიმინალური ავტორიტეტი გაათავისუფლა />


  14:56:04     10-06-2013

ხელისუფლებამ კიდევ ერთი კრიმინალური ავტორიტეტი გაათავისუფლა

a24926.jpg

ბესელია-კაკაბაძის წყალობით, სასჯელაღსრულების სისტემა რამდენიმე ცნობილმა კრიმინალურმა ავტორიტეტმა უკვე დატოვა, მათ შორის არიან: ელგუჯა დიღმელაშვილი - გუჯა, რევი დარახველიძე, ბესო პაპიაშვილი, ვლადიმერ ძოწენიძე, გიორგი კარანაძე - იაკიჩი და რევაზ სესკურია - ვეფხო. „ამნისტირებულთა“ რიცხვს კი დღეიდან ტარიელ ფოცხვერია იგივე „ფოცხვერა“ შეემატა. 

ცნობილი ხდება, რომ 54 წლის კრიმინალურმა ავტორიტეტმა ნომერ მე-18 სასჯელაღსრულების დაწესებულება უკვე დატოვა. მას 15 წლიანი თავისუფლების აღკვეთ ჰქონდა მისჯილი, რომელიც მოგვიანებით ერთი წლით შეუმცირდა. 

კანონიერი ქურდი  უკრაინაში 2006 წლის 7 აპრილს დააკავეს - მას ბრალად ედებოდა 2006 წელის 27 მარტს თბილისში ე.წ. ციხის ბუნტის მოწყობა და „კანონიერი ქურდობა“.

ფოცხვერიამ სასჯელის ნხევარზე მეტი მოიხადა და მას ამნისტია შეეხო. ტარიელ ფოცხვერიას გათავისუფლების შესახებ „პრესა.ჯი“ სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების სამინიტროს პრესსამსახურს ირაკლი კორძაიას დაუკავშირდა, თუმცა ინფორმაციის მიწოდებისთანავე ის მოუცლელი აღმოჩნდა. 

„პრესა.ჯი“-ს ინფორმაციით, „ფოცხვერას“ მსგავსად „სვაბოდას“ ელოდებიან სხვა კრიმინალური ავტორიტეტებიც.

0

ავტორი: