12:19:35     10-06-2013
შსს-ს მაღალჩინოსანმა, დავით გელაძემ ახალგაზრდა დაჭრა
![a24924.jpg](http://presa.ge/img/multimedia/a24924.jpg)
„პრესა.ჯი“-ს მიაწოდეს ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, შს სამინისტროს კრიმინალური პოლიციის უფროსის მოადგილემ, დავით გელაძემ ცეცხლსასროლი იარაღით ახალგაზრდა დაჭრა. ფაქტი „პლეხანოვზე“ მოხდა. დაჭრილი საავადმყოფოშია. პოლიცია მომხდარს მალავს.
„პრესა.ჯი“ მომხდარი კრიმინალური ფაქტის დეტალებს არკვევს და ვრცელ მასალას მოგვიანებით შემოგთავაზებთ.
დავით გელაძე სოსო ალავიძის ნათესავის, დავით ბედიას მოადგილეა, რომელიც ერთ-ერთი ვერსიით, სოფლის მეურნეობის სამინისტროში არსებულ კორუფციულ სქემაში აქტიურად იყო ჩართული.
„პრესა.ჯი“ დილიდან ცდილობს შს სამინისტროდან კომენტარის მოპოვებას, თუმცა, პრესსამსახურის თანამშრომლები გელაძის მიერ უდანაშაულო ადამიანის დაჭრის თაობაზე კომენტარს არ აკეთებენ.
დუმს შს მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილიც, რომელიც ხშირად ამაყობს იმით, რომ „პოლიციაში კანონი ყველასათვის თანაბარია“.
0