„საჭირო იქნება ძალისმიერი ოპერაციის დაგეგმვა...“ „საჭირო იქნება ძალისმიერი ოპერაციის დაგეგმვა...“ />


  20:29:41     07-06-2013

„საჭირო იქნება ძალისმიერი ოპერაციის დაგეგმვა...“

a24920.jpg

„პოლიტიკა რომელიც ახალმა ხელისუფლებამ რუსეთთან ურთიერთობის დალაგებისთვი აწარმოა,  წარუმატებელი გამოდგა. ყველამ დაინახა რომ რუსეთასა და საქართველოს კონფლიქტი ინსპირირებული იყო არა მიხეილ სააკაშვილა და პუტინს შორის დაპირიპირებით, არამედ  რუსეთის იმპერიული ზრახვებით“,- აღნიშნული განცხადება „პრესა.ჯი“-სთან ინტერვიუასას „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ნუგზარ წიკლაურმა გააკეთა.

"პრესა.ჯი": რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენლმა გრიგორი კარასინმა  „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ კანონის გაუქმება მოითხოვა, როგორ შეაფასებდით რუსი მაღალჩინისნის მიერ გაკეთებულ განცხადებას?

ნუგზარ წიკლაური: როდესაც ჩვენ პოლიტიკურ ოპონენტებთან ოკუპაციის შესახებ კანონზე ვკამათობდით, „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები, აცხადებდნენ, რომ „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ კანონის გაუქმებას რუსული მხარე არასდროს მოითხოვდა. 

თუმცა, ეს განცხადებაც ვიხილეთ. იმედია ყველასთვის ნათელი გახდა, რომ რუსეთი ეკონომიკური ურთიერთობის აღდგენის საფასურად საქართველოს ხელისუფლებისგან მსგავსი კაპიტულანტური ნაბიჯების გადადგომას მოითხოვს. 

ოკუპაციის ხაზის გადმოწევამ გამოააშკარავა, რომ ის პოლიტიკა რომელიც ახალმა ხელისუფლებამ რუსეთთან ურთიერთობის დალაგებისთვი აწარმოა, ტონის შერბილებას და მათ მაამებლურ განცხადებებს ვგულისხმობ, წარუმატებელი გამოდგა. 

ყველამ დაინახა რომ რუსეთასა და საქართველოს კონფლიქტი ინსპირირებული იყო არა მიხეილ სააკაშვილა და პუტინს შორის დაპირიპირებით, არამედ  რუსეთის იმპერიული ზრახვებით.

- შს მინისტრმა პირობა უკან წაიღო და განაცხადა, რომ პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული ჩანაწერები არ განადგურდება, რას უკავშირებთ ღარიბაშვილის ამ გადაწყვეტილებას?

- არ ვიცი არსებობს თუ არა, რეალურად შს სამინისტროში ადამიანის პირადი ცხოვრების ამსახველი არქივი. თუმცა კარგად მახსოვს პრემიერ ივანიშვილისა და ირაკლი ღარიბაშვილის დაპირება, მათ შორის ბრიუსელში რომ არქივი განადგურდებოდა.

თუმცა, მას შემეგ რაც პრემიერი აკეთებს განცხადებას, რომ ეს ფირები უნდა შევინახოთ ისე როგორც ფულს ინახავენ ბანკში, შს მინისტრი გადაწყვეტილებას ცვლის. ეს მიუთითებს იმაზე, რომ მათ სურთ საჯარო გახადონ პოლიტიკოსების ან საზოგადოებისთვის ცნობილი ადამიანების პირადი ცხოვრება. 

- ღარიბაშვილთან ერთად  სკანდალები არ აკლია სოზარ სუბარსაც, სასჯელაღსრულების მინისტრი აღიარებს რომ ციხეებში ნარკოტიკების შეტანა ხდება...

- ხელისულლების მხრიდან არ არის ციხეებში გატარებული ის ზომები, რომელიც შეინარჩუნებდა წესრიგს. სუბარს დაახლოებით 5 თვის წინ შევხვდი და ვუთხარი, რომ თუ გაგრძელდებოდა მსგავსი ტენდენციბი ციხეზე კონტროლს კვლავ ე.წ მაყურებლები აიღებდნენ. 

მაშინ სუბარი ირწმუნებოდა, რომ ციხეში უკეთეს მოდელს დანერგავდა და არ გაიმეორებდა იგივე მეთოდს, რაც ამ სისტემაში იყო დანერგილი, თუმცა ერთი კვირის წინ თვითონვე აღიარა, რომ ციხეებს ვერ აკონტროლებს და უნდა აღდგეს ძველი მეთოდი. 

ახალი ხელისუფლების პირობებში ციხეში მოხვედრილი ადამიანები უკვე არიან ე.წ ქურდული სამყაროს წარმომადგენლების კონტროლ ქვეშ. მიაქვთ მათთვის ფული, რომ მოიპოვონ მათი კეთილგანწყობა. 

როცა ციხეში მაყურებლები ბრუნდებიან, რა თქმა უნდა, ჩნდება პრობლემა საზოგადოებაშიც, ციხის გარეთ მყოფებს მოსთხოვენ ე. წ ობშიაკის შევსებას და ა.შ. დიდი შანსია, რომ  კრიმინალურმა აფეთქებამ ქვეყანაში კვლავ იჩინოს თავი.

საჭირო იქნება ძალისმიერი ოპერაციის დაგეგმვა, თუ ხელისუფლებას აღმოაჩნდება პოლიტიკური ნება, რომ ციხე საბოლოოდ არ გადაეცეს  კრიმინალურ ავტორიტეტებს.

- რას უკავშირებთ  სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის ხელახალ დაკითხვას?

- გუნავა იყო ადამიანი, რომელმაც დაამტკიცა, რომ მას ხელისუფლება პოლიტიკური ნიშნით ებრძოდა, ამიტომ ბუნებრივია რომ არსებობს მისი დაკავების დიდი სურვილიც. გარდა ამისა ხელისუფლებას სამეგრელოში ვერ მოუნელებია არჩევნების წაგებაც.

0

ავტორი: