პატრიარქის სამძიმარი ავღანეთში გარდაცვლილი გმირების ოჯახებსა და სრულიად საქართველოს პატრიარქის სამძიმარი ავღანეთში გარდაცვლილი გმირების ოჯახებსა და სრულიად საქართველოს />


  20:01:29     07-06-2013

პატრიარქის სამძიმარი ავღანეთში გარდაცვლილი გმირების ოჯახებსა და სრულიად საქართველოს

a24919.jpg

"დიდია ჩვენი მწუხარება და გულისტკივილი ავღანეთში ა.წ. 6 ივნისს გარდაცვლილი საქართველოს ჯარისკაცების გამო, ვწუხვართ დაჭრილთა და ყველა იმ დაზარალებულთათვის, რომელთაც მიიღეს სხეულის დაზიანება.

აღვავლენთ ლოცვებს თეიმურაზ ორთავიძის, გიორგი ადამოვის, ზურაბ გურგენაშვილის, მიხეილ ნარინდოშვილის, ბორის ცუგოშვილის, ზვიად სულხანიშვილის და გიორგი ღუჭაშვილისთვის, რათა უფალმან სავანესა მართალთასა დააწესოს მათი უკვდავი სული, ხოლო მათ მშობლებს, ახლობლებსა და სრულიად საქართველოს მოანიჭოს ჭირსა შიგან სიმტკიცე და მშვიდობა.

პატივისცემით, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი", - წერია პატრიარქის მიერ გავრცელებულ სამძიმრის წერილში.

შეგახსენებთ, რომ 6 ივნისს, თვითმკვლელი ტერორისტის აფეთქების შედეგად, ავღანეთში 7 ქართველი ჯარისკაცი დაიღუპა. დაიჭრა 9. 

0

ავტორი: