ნანგრევებში მოყოლილი ქართველი ჯარისკაცი გარდაცვლილი იპოვეს ნანგრევებში მოყოლილი ქართველი ჯარისკაცი გარდაცვლილი იპოვეს />


  23:48:41     06-06-2013

ნანგრევებში მოყოლილი ქართველი ჯარისკაცი გარდაცვლილი იპოვეს

a24916.jpg

დაღუპულ ქართველ ჯარისკაცთა რაოდენობა გაიზარდა. ავღანეთში, ჰელმანდის პროვინციაში ქართულ სამხედრო ბაზაზე მომხდარი აფეთქების შედეგად ნანგრევებში მოყოლილი ქართველი ჯარისკაცი გარდაცვლილი იპოვეს.

რიგით გიორგი ღუჭაშვილს რამდენიმე საათი ეძებდნენ. მიმდინარეობდა მისი ძებნა-გადარჩენის ოპერაცია, თუმცა ქართველი სამხედრო მოსამსახურე გარდაცვლილი იპოვეს. 

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, პირველი კლასის რიგითი ღუჭაშვილი საქართველოს შეიარაღებულ ძალებში 2010 წლიდან მსახურობდა. 

საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს და სამძიმარს უცხადებს მის ოჯახს.

შეგახსენებთ რომ გუშინ, ქართულ სამხედრო ბაზაზე თვითმკვლელმა ტერორისტმა თავი აიფეთქა. რიგით გიორგი ღუჭაშვილის ჩათვლით, დაიღუპა 7 ქართველი სამხედრო მოსამსახურე, დაიჭრა 9.

საქართველოს პრეზიდენტმა ქართველი გმირების დაღუპვის გამო 7 ივნისი გლოვის დღედ გამოაცხადა.

ბოლო ოთხი წლის განმავლობაში ავღანეთში 29 ქართველი ჯარისკაცი დაიღუპა. 0

ავტორი: