23:05:48     06-06-2013
ქართველი გმირების დაღუპვის გამო 7 ივნილი გლოვის დღედ გამოცხადდა
ავღანეთში 6 ქართველი ჯარისკაცის დაღუპვის გამო, 7 ივნისი გლოვის დღედ გამოცხადდა. ცოტა ხნის წინ, საქართველოს პრეზიდენტმა საგანგებო განცხადება გააკეთა და ღრმა მწუხარება გამოხატა ავღანეთში, ჰელმანდის პროვინციაში ქართულ ბაზაზე ტერორისტული თავდასხმის შედეგად ქართველი ჯარისკაცების გარდაცვალების გამო.
ქვეყნის პირველი პირის გადაწყვეტილებით, 7 ივნისს, მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე დაეშვება სახელმწიფო დროშები.
ჰელმანდის პროვინციაში ქართულ სამხედრო ბაზაზე თავდასხმა 6 ივნისს განხორციელდა. თვითმკვლელმა ტერორისტმა თავი აიფეთქა. დაიღუპა 6 ქართველი ჯარისკაცი, დაიჭრა 9. ბოლო ერთი თვის განმავლობაში ეს უკვე მეორე ტერორისტული თავდასხმაა ქართულ სამხედრო ბაზაზე.
0