ზაზა ხატიაშვილი ღარიბაშვილსა და ნაცვლიშვილს გასამართლებით ემუქრება ზაზა ხატიაშვილი ღარიბაშვილსა და ნაცვლიშვილს გასამართლებით ემუქრება />


  12:16:51     06-06-2013

ზაზა ხატიაშვილი ღარიბაშვილსა და ნაცვლიშვილს გასამართლებით ემუქრება

a24906.jpg

ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე ზაზა ხატიაშვილი ივანიშვილის მთავრობას უნდობლობას უცხადებს. ადვოკატი ამბობს  რომ ის ადამიანები, რომლებიც არჩევნებამდე მას ტაშს უკრავდნენ დღეს პერსონა ნონგრანტად აცხადებენ და მის შენიშვნებს არ ითვალისწინებენ. 

როგორც „პრესა.ჯი“-სთან ინტერვიუსას იურისტმა განაცხადა, შს მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის პირობებში პოლიცია მოძალადე მანქანად გადაიქცა. ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარეს კითხვები აქვს სასჯელაღსრულების, პროვაციისა და იურიდიული დახმარების სამინისტროს ხელმძღვანელ სოზარ სუბართანაც. 

ადვოკატი ეჭვობს, რომ  გეგუთის ციხეში პატიმარი კორტავა მოკლეს ან შემოაკვდათ. რაც შეეხება მთავარი პროკურორის პირველ მოადგილეს, ლაშა ნაცვლიშვილს, ხატიაშვილი პირობას დებს, რომ ნაცვლიშვილი საბრალდებო სკამზე აღმოჩნდება. 

„პრესა.ჯი“: ლაშა ნაცვლიშვილისა და შს მინისტრ ღარიბაშვილის გასამართლებას ითხოვთ, რატომ?

ზაზა ხატიაშვილი: ეს მთავრობა უკვე ნამდვილ რეჟიმად ყალიბდება, 3 დეკემბერს პოლიციამ ძმები, ლაშა და გიორგი სოზაშვილები აწამა. გამომდინარე იქიდან რომ დაკავებულთაგან ერთ-ერთი ჩემი ნათესავი აღმოჩნდა, საქმით დავინტერესდი და ძალიან საინტერესო მტკიცებულებებს წავაწყდი.

როცა მოვითხოვეთ წარმოედგინათ ვიდეოფირი, რომელზეც ამ ადამიანების დაკავება უნდა ყოფილიყო აღბეჭდილი, რატომღაც უარი მივიღეთ. მოგვიანებით, როგორც გავარკვიეთ, სოზაშვილები თავს არავის დასხმიან - პირიქით, მათ სამოქალაქო ფორმაში გამოწყობილი პოლიცია გაუსწორდა. შემდეგ კი თითქოს დაკავებულებმა პოლიციელებს ფორმა შემოახიეს და დაურთეს ეს ფორმები საქმეს.

პოლიციელთა ძალადობის შესახებ მე ირაკლი ღარიბაშვილი პირადად გავაფრთხილე, ვუთხარი რომ საქმე ობიექტურად გამოეძიებინათ, მაგრამ ჩემი გაფრთხილება შს მინისტრმა არაფრად ჩააგდო, მან ეს დანაშაული დამალა. 

ვსვამ კითხვას, თუ ვანო მერაბიშვილს ინფორმაციის დამალვისთვის ასამართლებენ ღარიბაშვილმა რატომ არ უნდა აგოს პასუხი? სახეზე გვაქვს დანაშაულის აშკარა დამალვა. გვაქვს უტყუარი ჩვენებები, რომლის მიხედვითაც სოზაშვილების საქმე პროკურატურამ გააყალბა.

ეშინოდეს ამ მთავრობას, მათი ხელისუფლებაში მოსვლა ნაწილობრივ ჩემს კისერზეცაა, 2012 წლის ოქტომბერში ჩემი მოწოდებით ივანიშვილს ადვოკატების 80-90 პროცენტი მიემხრო, რაც დღეს გამორიცხულია. ჩვენ „ქართული ოცნების" საპრეზიდენტო კანდიდატს  მხარს არ დაუჭერს.

როცა სამი წელი სხვადასხვა ტრიბუნიდან მოქმედ რეჟიმს ვებრძოდი, მაშინ „ქართული ოცნების“ 90 პროცენტი ტაშს მიკრავდა. დღეს კი მათთვის მიუღებელი გავხვდი. 

თუ ვიტყვი, რომ ქურდები მხოლოდ ვანო მერაბიშვილი და ადეიშვილი არიანთქო, კვლავ გამიღებენ დიდებით კარს, მაგრამ მე ხომ ვხედავ რა ხდება, სამართლის კუთხით მოსახლეობისთვის არაფერი შეცვლილა. 

დღეს ვხედავთ  ძალმომრეობით სახელმწიფოს, სადაც პოლიცია ძალადობს მოქალაქეებზე. წინასაარჩევნოდ დაგვპირდნენ რომ შს სამინისტრო და უშიშროება უნდა დაყოფილიყო ,მაგრამ მოგვატყუეს.

დაპირება იყო პროკურატურის მეტი კონტროლიც, მაგრამ რა გააკეთეს როცა ქუთაისში საპროტესტო აქცია გავმართე, მესამე მოსმენით მიიღეს ცვლილებები პროკურატურის შესახებ კანონში, რომლის მიხედვით, პროკურორის დანაშაულს ისევ პროკურორი იძიებს. გამოდის, რომ პროკურატურა ხდება სახელმწიფო.

ვპირდები ღარიბაშვილსა და ნაცვლიშვილს, რომ ისინი განსასჯელის სკამზე აღმოჩნდებიან.

- გეგუთის ციხეში წამებით მოკლული პატიმარ კორტავას საქმე - სამინისტრომ 24 წლის ახალგაზრდის გარდაცვალება თავიდან კიბიდან დაგორებას დაუკავშირა, შემდეგ პირველი ვერსია შეცვალა, ამ ეტაპზე ოფიციალური ვერსია პატიმრებს შორის მომხდარი დაპირისპირებაა. ამ ვერსიის გარდაცვლილის ოჯახს არ სჯერა. კორტავები მომხდარში ციხის ადმინისტრაციას ადანაშაულებენ...  უფლებადამცველები კი სოზარ სუბარის პასუხისმგებლობის დაყენებას მოითხოვენ...

- სამინისტროს პოზიცია მიჩენს საფუძვლიან ეჭვს, რომ ეს ახალგზარდა მოკლეს ან შემოაკვდათ. სიმართლის დამალვა და საქმის გაყალბება კი შეთანხმებული იქნებოდა მაღალჩინოსნების დონეზე.

0

ავტორი: