16:03:30     05-06-2013
ივანიშვილი უშიშროების საბჭოს სხდომას არ დაესწრება

"უშიშროების საბჭოს სხდომას არ დავესწრები. ვერ ვხედავ აუცილებლობას, რომ ჩემი დღის გრაფიკი დავარღვიო. დაწერილი მქონდა დღის გრაფიკი. მე როგორც ვიცი, არაფერი განსაკუთრებული ქვეყანაში არ მომხდარა გუშინ და გუშინწინ", - განაცხადა ივანიშვილმა რამდენიმე წუთის წინ.
უშიშროების საბჭოს სხდომა, ბოლო 8 თვის განმავლობაში გუშინ პირველად დაინიშნა. უშიშროების საბჭოს მდივანმა, გიგა ბოკერიამ ივანიშვილი სხდომაზე მიიწვია. სხდომა პრეზიდენტის სასახლეში გაიმართება.
"მობრძანდეს პრემიერი და მისი გუნდი და ვიმსჯელოთ რამდენიმე ძალიან მნიშვნელოვან საკითხზე, თუმცა, უმჯობესი იქნებოდა ამ ყველაფრისთვის სამუშაო ატმოსფერო შექმნილიყო და არა პოლიტიკური მასკარადი", - თქვა გიგა ბოკერიამ.
0