ივანიშვილი: "ბოკერიას ვაშინგტონში ყოფნა უძღოდა წინ "ვაშინგტონ პოსტის" სტატიას" ივანიშვილი: "ბოკერიას ვაშინგტონში ყოფნა უძღოდა წინ "ვაშინგტონ პოსტის" სტატიას" /> "/> " />


  15:17:27     04-06-2013

ივანიშვილი: "ბოკერიას ვაშინგტონში ყოფნა უძღოდა წინ "ვაშინგტონ პოსტის" სტატიას"

a24886.jpg

პრემიერი ივანიშვილი, უშიშროების საბჭოს მდივანს, გიგა ბოკერიას, ფაქტობრივად, "ვაშინგტონ პოსტში" ახალი ხელისუფლების შესახებ ნეგატიური სტატიის გამოქვეყნებაში ადანაშაულებს. 

შეგახსენებთ, რომ შაბათს, გავლენიანმა ამერიკულმა გაზეთმა, "ვაშინგტონ პოსტმა" გამოაქვეყნა სარედაქციო წერილი, სადაც მწვავედ გააკრიტიკა ივანიშვილის ხელისუფლება. გაზეთის ოფიციალური პოზიციის მიხედვით, ივანიშვილი პოლიტიკურ ოპონენტებს უსწორდება.

"ვაშინგტონ პოსტი" წერდა იმის შესახებაც, რომ ივანიშვილი, ქვეყნის უკრაინიზაციითა და პოლიტიკურად მოტივირებული დაპატიმრებებით, საფრთხეში აგდებს ქართულ დემოკრატიას. 

"უკვე 8 თვეა, საბჭოს სხდომა არ მოუწვევიათ, რაში იღებენ ხელფასს და რას აკეთებენ. საყვედურები წამოვიდა ჩვენი გუნდიდან – რას აკეთებს უშიშროების საბჭო?! მხოლოდ ვაშინგტონში დადის და ლობისტებს ხვდება?!

ბოკერიას ვაშინგტონში ყოფნა უძღოდა წინ "ვაშინგტონ პოსტის" სტატიას. რას აკეთებენ ისინი ქვეყნისთვის, სად დადიან პრეზიდენტი და ბოკერია, არავინ არაფერი ვიცით. რაში იღებენ ჩვენი გადამხდელების ფულს?! სად იყვნენ აქამდე, ვინ დაუშალა ან ვინ შეუშალა ხელი?!", - აცხადებს ივანიშვილი გადაცემა "რეზიუმესთვის" მიცემულ ინტერვიუში.

აღსანიშნავია, რომ ეს პირველი შემთხვევა არაა, როცა პრემიერმა, ნაციონალური მოძრაობის წევრები, მის წინააღმდეგ ევროპულ და ამერიკულ პრესაში ნეგატიური სტატიების გამოქვეყნებაში დაადანაშაულა. 

0

ავტორი: