კბილაშვილმა ივანიშვილს ხათრი არ გაუტეხა - პროკურატურა მერაბიშვილს ბრალს უმძიმებს კბილაშვილმა ივანიშვილს ხათრი არ გაუტეხა - პროკურატურა მერაბიშვილს ბრალს უმძიმებს />


  12:49:15     04-06-2013

კბილაშვილმა ივანიშვილს ხათრი არ გაუტეხა - პროკურატურა მერაბიშვილს ბრალს უმძიმებს

a24884.jpg

ივანიშვილის გუშინდელ განცხადებას, მერაბიშვილისთვის ბრალის დამძიმების შესახებ, მყისიერად გამოეხმაურა მთავარი პროკურორი კბილაშვილი. 

მან ოლიგარქს ხათრი არ გაუტეხა და რამდენიმე წუთის წინ, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის გენერალური მდივნის, ვანო მერაბიშვილის წინააღმდეგ ბრალის დამძიმება დააანონსა.

შეგახსენებთ, რომ „პრაიმტაიმთან“ ინტერვიუში, ბიძინა ივანიშვილმა მერაბიშვილისთვის ბრალის კიდევ უფრო დამძიმების შესახებ განაცხადა.

მეტიც, ივანიშვილმა, პროკურატურას, ფაქტობრივად, დირექტივა მისცა - თუ რა სახის ან რა საქმეზე უნდა დაუმძიმოს ოპოზიციის ლიდერს ბრალი. კბილაშვილმა პრემიერის სურვილი ოპერატიულად დააკმაყოფილა.

„ერთ-ორ კვირაში ვანო მერაბიშვილს ბრალს დავუმძიმებთ“ - განაცხადა კბილაშვილმა და კითხვაზე, ახალი ბრალდების წარდგენის შემდეგ, კიდევ დაუმძიმდება თუ არა, მერაბიშვილს ბრალი, დაამატა: „ამ ეტაპზე ვერ გეტყვით“.

მთავარმა პროკურორმა არ დააკონკრეტა, თუმცა, უკვე ისედაც ცხადია, რომ მერაბიშვილისთვის „მომავალში ბრალის დამძიმება“ არა ბრალდებასა თუ მტკიცებულებებზე, არამედ პრემიერ მინისტრ ივანიშვილის სურვილზეა დამოკიდებული. 

ივანიშვილის ბრძანებით, პროკურატურამ ყოფილი პრემიერი, მთავარი ოპოზიციური პარტიის ლიდერი და შესაძლო საპრეზიდენტო კანდიდატი, ვანო მერაბიშვილი მაისში დააპატიმრა. 

მერაბიშვილის დაკავებას მწვავე რეაქცია მოჰყვა დასავლურ პრესასა და საქართველოს მეგობარ ქვეყნებში. ამერიკელმა და ევროპელმა პოლიტიკოსებმა გამოთქვეს საფუძვლიანი ეჭვი იმის შესახებ, რომ მერაბიშვილი ივანიშვილის პირადი მძევალია. 

ხოლო გავლენიან „ვაშინგტონ პოსტში“ გამოქვეყნდა სარედაქციო წერილი, სადაც საუბარია იმაზე, თუ როგორ გაუსწორდა ივანიშვილი პოლიტიკურ ოპონენტს, ვანო მერაბიშვილს, რითაც საფრთხეში ჩააგდო ქართული დემოკრატია და ქვეყნის ევროპული მომავალი.

0

ავტორი: