18:09:28     03-06-2013
ინტერპრესნიუსი წამებით მოკლული პატიმრის ფოტოს აქვეყნებს
![a24880.jpg](http://presa.ge/img/multimedia/a24880.jpg)
სააგენტო ინტერპრესნიუსი გეგუთის ციხეში მოკლული 24 წლის პატიმრის, ლევან კორტავას სხეულზე არსებული დაზიანებების ამსახველ ფოტო-მასალას აქვეყნებს.
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ, 24 წლის პატიმარი წამებით მოკლეს. მინისტრმა სუბარმა კი იცრუა და საზოგადოებას განუცხადა, რომ პატიმარი კორტავა კიბედან დაგორდა და გარდაიცვალა.
ხოლო როცა გარდაცვლილის ოჯახმა სუბარის განცხადება გააკრიტიკა, მინისტრმა თავდაპირველი ვერსია შეცვალა და თქვა რომ პატიმარი ციხეში მომხდარ ჩხუბს შეეწირა.
მოგვიანებით, სუბარმა ისევ შეცვალა ვერსია და განაცხადა რომ არასწორი ინფორმაცია პატიმრის გარდაცვალებაზე, მისმა პრესსამსახურმა თვითნებურად გაავრცელა. მეტიც, მინისტრმა თქვა, რომ თანამშრომელს სამსახურიდან გაათავისუფლებს.
საზოგადოების ნაწილმა კი ჩათვალა, რომ სოზარ სუბარი საკუთარი დანაშაულის რიგით თანამშრომელზე გადაბრალებას შეეცადა.
ამ ფოტოდან ნათლად ჩანს, თუ როგორი ნაწამებია 24 წლის ახალგაზრდა. ოჯახი აცხადებს, რომ ლევანი არა პატიმრებმა, არამედ ციხის ადმინისტრაციის თანამშრომლებმა მოკლეს. ოჯახი მინისტრ სუბარის პასუხისმგებლობასა და გადადგომას ითხოვს.