17:01:28     03-06-2013
ევროპარლამენტარი მერაბიშვილს ციხეში მოინახულებს

ხვალ, თბილისში მყოფი ევროპარლამენტარი, პოლონელი დეპუტატი კჟიშტოფ ლისეკი პოლიტპატიმარ ვანო მერაბიშვილს შეხვდება. მან ამის შესახებ რამდნემიმე წუთის წინ განაცხადა.
"დიდი მადლობა იუსტიციის მინისტრს, რომელიც გამოეხმაურა ჩემს თხოვნას რომ საკანში მომენახულებინა ყოფილი პრემიერ-მინისტრი. ხვალ, დილის 09.00 საათზე შევხდები მას", - თქვა ლისეკმა.
მისი განცხადებით, ევროპარლამენტარი შეამოწმებს, თუ რამდენად შეესაბამება ვანო მერაბიშვილის მდგომარეობა საერთაშორისო სტანდარტებს. "მას ასევე ვკითხავ, დაცულია თუ არა, მისი უფლებები, სარგებლობს თუ არა, ადვოკატით და აქვს თუ არა, კონტაქტი ოჯახის წევრებთან", - განაცხადა კჟიშტოფ ლისეკმა.
შეგახსენებთ, რომ ნაციონალური მოძრაობის გენერალური მდივნის დაპატიმრებას ევროპასა და ამერიკაში კრიტიკული განცხადებები მოჰყვა. როგორც დასავლური პრესა, ისე საქართველოს მეგობარი პოლიტიკოსები აცხადებენ, რომ ივანიშვილის ხელისუფლება პოლიტიკურ ოპონენტებს დევნის.
შაბათს, გავლენიანმა ამერიკულმა გაზეთმა "ვაშინგტონ პოსტმა" სარედაქციო წერილი გამოაქვეყნა, სადაც ივანიშვილის ხელისუფლების მიერ ოპონენტების დევნასა და ქვეყნის უკრაინიზაციაზეა საუბარი. გაზეთის რედაქცია თვლის, რომ პრემიერი ქართულ დემოკრატიას საფრთხეს უქმნის.