ბურჯანაძე: უცნაურია, აქამდე, ნინო ბურჯანაძის პასუხისმგებლობას მხოლოდ „ნაცმოძრაობა“ ითხოვდა ბურჯანაძე: უცნაურია, აქამდე, ნინო ბურჯანაძის პასუხისმგებლობას მხოლოდ „ნაცმოძრაობა“ ითხოვდა />


  16:03:54     03-06-2013

ბურჯანაძე: უცნაურია, აქამდე, ნინო ბურჯანაძის პასუხისმგებლობას მხოლოდ „ნაცმოძრაობა“ ითხოვდა

a24875.jpg

ბიძინა ივანიშვილის განცხადებამ, 26 მაისის მოვლენებთან დაკავშირებით ნინო ბურჯანაძის სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის შესაძლო დაყენების შესახება „სახალხო კრებაში“ დაბნეულობა გამოიწვია.

შეგახსენებთ, რომ გაზეთ "პრაიმტაიმთან" ექსკლუზიურ ინტერვიუში, პრემიერმა 26 მაისის მოვლენების შეფასებისას, ბურჯანაძის პასუხისმგებლობის საკითხის დაყენება არ გამორიცხა.  

„პრესა.ჯი“, ივანიშვილის ამ განცხადების  კომენტირებისთვის, „სახალხო კრების“თავმჯდომარეს, ნონა გაფრინდაშვილს დაუკავშირდა. გაფრინდაშვილს გავრცელებული ინფორმაციის არ სჯერა.

ნონა გაფრინდაშვილი: „დილიდან მირეკავენ ჟურნალისტები. მათაც ვუთხარი და თქვენც გიმეორებთ, არ მგონია, ბიძინა ივანიშვილს მსგავსი განცხადება გაეკეთებინა. ჟურნალისტები მიკითხავენ პრემიერის კომენტარს, მაგრამ პირადად მე, არ წამიკითხავს. რაღაც გაუგებრობაა“, - გვითხრა ქალბატონმა ნონამ.

პრემიერის განცხადების დაჯერება უჭირს ნინო ბურჯანაძის თანაგუნდელ გია ბურჯანაძესაც. მსახიობმა, კომენტარისთვის დრო ითხოვა... 

გია ბურჯანაძე:  „უცნაურია, აქამდე ბურჯანაძის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობაში მიცემას მხოლოდ „ნაციონალური მოძრაობა“ ითხოვდა. მოდით მოგვიანებით დამირეკეთ, პირადად ვნახავ და გადავამოწმებ ამ ინფორმაციას“.

პრემიერის განცხადებას, ბურჯანაძის შესაძლო პასუხისმგებლობის თაობაზე, პოლიტიკურ კულუარებში, მის დქტატორულ ხასიათს უკავშირებენ. მასთან დაახლოებული პირები აცხადებენ, რომ ოლიგარქი ძალაუფლების დაკარგვის ფობიამ შეიპყრო... 

მას შემდეგ, რაც „დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერმა, ნინო ბურჯანაძემ ოფიციალურად განაცხადა, რომ პრეზიდენტობისთვის იბრძოლებს, ივანიშვილმა ალასანიას მსგავსად, მის წინააღმდეგაც დაიწყო ბრძოლა.

0

ავტორი: